4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

„გლობსეკის“ უსაფრთხოების ფორუმზე ვისაუბრებთ, რატომ ვიმსახურებთ ჩვენ კანდიდატის სტატუსის მინიჭებას-ნიკოლოზ სამხარაძე

ნახვები: 495 „გლობსეკის“ უსაფრთხოების ფორუმზე ვისაუბრებთ, რატომ ვიმსახურებთ ჩვენ კანდიდატის სტატუსის მინიჭებას-ნიკოლოზ სამხარაძე

„გლობსეკის“ უსაფრთხოების ფორუმზე ვისაუბრებთ იმ აუცილებლობაზე, რაც დაკავშირებულია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, ასევე იმაზე, თუ რატომ ვიმსახურებთ ჩვენ ამას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

როგორც ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, უსაფრთხოების ფორუმი არის მნიშვნელოვანი პლატფორმა საქართველოს პოზიციის დასაფიქსირებლად.

მისივე თქმით, ფორუმზე საქართველოს პრემიერ-მინისტრს ექნება პანელი, ასევე ვიცე-პრემიერს ექნება სიტყვით გამოსვლა.

„იქნება ორმხრივი შეხვედრებიც, ამ შეხვედრებსაც გამოვიყენებთ, რათა კიდევ ერთხელ მივიღოთ მხარდაჭერა მხარდამჭერი ქვეყნებისგან, რომლებიც ისედაც ბევრნი არიან ევროკავშირში, თუმცა ვიცით, რომ არიან სკეპტიკოსი ქვეყნებიც და ალბათ მათზეც უნდა გავაკეთოთ კონცენტრირება, რათა მათ წარმომადგენლებსაც შევხვდეთ და ავუხსნათ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს სტატუსის მინიჭება დღეს. ეს არ არის ტექნიკური საკითხი მხოლოდ და მხოლოდ ვინ, რა კრიტერიუმს ასრულებს, არამედ ეს არის სერიოზული გეოპოლიტიკური გზავნილი არა მხოლოდ ჩვენი საქართველოს საზოგადოებისთვის, ან თუნდაც უკრაინისა და მოლდოვის საზოგადოებისთვის, არამედ ასევე რუსეთის ხელისუფლებისთვისაც“, – განაცხადა სამხარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა