გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

მედიის ინფორმაციით, ესპანეთი მზად არის, უკრაინას ტანკები და საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები მიაწოდოს

ნახვები: 480 მედიის ინფორმაციით, ესპანეთი მზად არის, უკრაინას ტანკები და საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები მიაწოდოს

მედიის ინფორმაციით, ესპანეთი მზად არის, უკრაინას ტანკები და საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები მიაწოდოს. აღნიშნულის შესახებ „ელ პაისი“ ესპანეთის მთავრობაში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.

როგორც მედია წერს, ესპანეთის მთავრობა მზად არის, ნახტომი გააკეთოს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის მიმართულებით და თუ აქამდე მხოლოდ საბრძოლო მასალას, დამცავ აღჭურვილობას და მსუბუქ იარაღს აწვდიდა, უკვე მძიმე იარაღის მიწოდებაც იგეგმება.

გამოცემის ცნობით, ესპანეთის თავდაცვის სამინისტრო უკვე გეგმავს კიევისთვის მოკლე დისტანციაზე სროლისთვის განკუთვნილი საზენიტო-სარაკეტო სისტემის Shorad Aspide-ის მიწოდებას, რომელიც ესპანეთის თავდაცვამ სხვა, უფრო მოწინავე სისტემით ჩაანაცვლა.

„ელ პაისის“ ინფორმაციით, ესპანეთის მთავრობა ასევე მზადაა, მიაწოდოს უკრაინას Leopard A4 ტიპის საბრძოლო ტანკები, რომლებიც სარაგოსაში მდებარე სამხედრო ბაზაზე არის განთავსებული და შეკეთებას საჭიროებს. წყაროების შეფასებით, შესაძლებელია დაახლოებით 40 ტანკის შეკეთება და უკრაინისთვის გადაცემა. ამასთან, ესპანეთმა უკრაინას ამ საბრძოლო ტანკების მართვაში სამხედროების მომზადებაც შესთავაზა. სწავლებას უკრაინელი სამხედროები ჯერ ლატვიაში გაივლიან, სადაც ესპანეთს 500-ჯარისკაციანი კონტიგენტი ჰყავს განთავსებული, ხოლო შემდეგ ესპანეთში გააგრძელებენ.

გამოცემის ცნობით, ზემოაღნიშნული იარაღის მიწოდებისა და უკრაინელი ჯარისკაცების გადამზადების შესახებ, ვოლოდიმირ ზელენსკის ესპანეთის პრემიერმა, პედრო სანჩესმა კიევში ვიზიტისას განუცხადა აპრილის თვეში, თუმცა მიწოდებასთან დაკავშირებული სირთულეების გამო ამ დრომდე გადადებული იყო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა