4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

საქართველოში აშშ-ის საელჩო - C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიმდინარე ანგარიში ხაზს უსვამს ამ კუთხით საქართველოში მიღწეულ პროგრესს

ნახვები: 495 საქართველოში აშშ-ის საელჩო - C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიმდინარე ანგარიში ხაზს უსვამს ამ კუთხით საქართველოში მიღწეულ პროგრესს

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის 2020-2021 წლის მიმდინარე ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ამ დროისთვის C ჰეპატიტის სკრინინგი 2.3 მილიონმა ზრდასრულმა ადამიანმა გაიარა, აქედან 96 000-ზე მეტს ქრონიკული ინფექცია აღმოაჩნდა და 78 000-მა იმკურნალა.

როგორც საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრეცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სულ ახლახანს გამოცემული მიმდინარე ანგარიში ხაზს უსვამს ამ კუთხით საქართველოში მიღწეულ პროგრესს.

„აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების მხარდაჭერით საქართველო აგრძელებს C და B ჰეპატიტების აღმოფხვრაზე მუშაობას. სულ ახლახანს გამოცემული მიმდინარე ანგარიში ხაზს უსვამს ამ კუთხით საქართველოში მიღწეულ პროგრესს. ამ დროისთვის C ჰეპატიტის სკრინინგი 2.3 მილიონმა ზრდასრულმა ადამიანმა გაიარა, აქედან 96 000-ზე მეტს ქრონიკული ინფექცია აღმოაჩნდა და 78 000-მა იმკურნალა. მკურნალობადასრულებული პაციენტების 98%-ზე მეტი დაავადებისგან განიკურნა. 2021 წელს ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულმა სეროპრევალენტობის კვლევამ აჩვენა, რომ ქრონიკული C ჰეპატიტით ინფიცირებულთა რაოდენობა 2015 წელს 5.4%-დან 2021 წელს 1.8%-მდე შემცირდა. B ჰეპატიტის კუთხით ქვეყნის მასშტაბით ბავშვთა ვაქცინაციის მაჩვენებელი კვლავ მაღალია და ადასტურებს რეგიონული საკონტროლო მიზნების მიღწევას“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა