გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

ანა ფოტიგა - ევროკავშირში ინტეგრაციას ქართველი ხალხის უდიდესი მხარდაჭერა აქვს

ნახვები: 479 ანა ფოტიგა - ევროკავშირში ინტეგრაციას ქართველი ხალხის უდიდესი მხარდაჭერა აქვს

ევროკავშირში ინტეგრაციას ქართველი ხალხის უდიდესი მხარდაჭერა აქვს, მრავალმა მთავრობამ და პოლიტიკური ელიტის წევრებმა ხელი შეუწყვეს ამ შედეგს, მათგან ყველაზე გამორჩეული ახლა ციხეშია, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე განაცხადა, სადაც საქართველოში მედიის მდგომარეობის შესახებ რეზოლუციაზე იმსჯელეს.

ფოტიგამ ევროპარლამენტარებს მიმართა, მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი საქართველოს, ისევე როგორც უკრაინასა და მოლდოვას.

„მათგან ყველაზე გამორჩეული ახლა ციხეშია – საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ისევე როგორც ნიკა გვარამია, რომელიც არის დღევანდელი დებატების ერთ-ერთი თემა. მან მოგვმართა ჩვენ, საქართველოს საუკეთესო მეგობრებს, მიუხედავად ამჟამინდელი მთავრობის კრიტიკისა, გრძნობენ ისტორიულ მნიშვნელობას და ისტორიულ საფრთხეს მათი ქვეყნისთვის, მივანიჭოთ კანდიდატის სტატუსი და არ დავტოვოთ საქართველო პოსტსაბჭოთა ჭაობში და არ დავსაჯოთ ქართველი ხალხი, პოტენციური რკინის ფარდის მიღმა დატოვებით.

მოგმართავთ თქვენ, მიანიჭეთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს, ისევე როგორც უკრაინასა და მოლდოვას“, – განაცხადა ანა ფოტიგამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა