გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

დმიტრო კულება - ევროპას უკრაინის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მხოლოდ სარგებელს მოუტანს, ეს ყველასთვის მომგებიანია, ჩვენ უნდა გადავახტეთ მორიგ სტერეოტიპებს და შიშებს

ნახვები: 803 დმიტრო კულება - ევროპას უკრაინის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მხოლოდ სარგებელს მოუტანს, ეს ყველასთვის მომგებიანია, ჩვენ უნდა გადავახტეთ მორიგ სტერეოტიპებს და შიშებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, ევროპას უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ეშინია.

კულებას თქმით, ევროკავშირში ეჭვის თვალით უყურებდნენ უკრაინისთვის ჯერ კიდევ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული პრივილეგიების მინიჭებას.

„მათ განგვიმარტეს, რომ შეუძლებელია უვიზო მიმოსვლა მისცენ უკრაინელებს და ამავდროულად არ მისცენ რუსებს. მოგვცეს, არაფერი მოხდა. თავისუფალი ვაჭრობის ზონას ევროპელი მწარმოებლებისთვის საფრთხე უნდა შეექმნა, არ გამოვიდა. უვიზო რეჟიმს სავარაუდოდ უკრაინიდან ლტოლვილთა და კრიმინალთა ნაკადი უნდა მოჰყოლოდა, მსგავსი არაფერი მომხდარა“, – განაცხადა კულებამ.

დმიტრო კულებამ აღნიშნა, რომ იგივე არგუმენტები ახლა ევროპაში ისმის იმ გარდაუვალ პრობლემებზე, რომლებიც წარმოიქმნება იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა მიიღებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს.

„სულ ერთი თვის წინ ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ ისტორიული გადაწყვეტილების ზღურბლზე ამ დისკუსიის წერტილს მივაღწევდით. ყველას, ვინც დიდი ხანია უკრაინის ევროინტეგრაციაშია ჩართული, ესმის, რომ ეს კვანტური ნახტომია“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კულებამ აღნიშნა, რომ ახლა ახალი რეალობაა შექმნილი და კანდიდატის სტატუსის მინიჭება ყველასთვის მომგებიანი იქნება.

„ახალმა რეალობამ დააჩქარა ყველაფერი და ახლა ჩვენ მივიწევთ ზევით ციცაბო კედელზე. ახლა არც ერთი ჩვენგანი არ იყურება ქვემოთ. ყველა იყურება მაღლა. უმრავლესობას ევროკავშირში ესმის, რომ უკრაინის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მხოლოდ სარგებელს მოუტანს მთელს ევროპას. ეს არის მომგებიანი ყველასთვის. ჩვენ უნდა გადავახტეთ მორიგ სტერეოტიპებს და შიშებს“, – განაცხადა კულებამ.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა