4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

ნიკოლოზ სამხარაძე - კანდიდატის სტატუსი კარგი მოტივაცია იქნება რეფორმების გასაგრძელებლად, მოლოდინი პოზიტიური გვაქვს

ნახვები: 495 ნიკოლოზ სამხარაძე - კანდიდატის სტატუსი კარგი მოტივაცია იქნება რეფორმების გასაგრძელებლად, მოლოდინი პოზიტიური გვაქვს

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინი აქვს.

მისივე თქმით, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ძალიან ბევრი რამ აქვს გაკეთებული. მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის საჭირო რეფორმების გასაგრძელებლად კანდიდატის სტატუსის მიღება კარგი მოტივაცია იქნება.

„პოზიტიური მოლოდინი გვაქვს, რადგან საქართველოს მართლაც ძალიან ბევრი რამ აქვს გაკეთებული ევროინტეგრაციის გზაზე. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილება იქნება დაფუძნებული სწორედ პროგრესის შეფასებაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვამბობთ, რომ ყველაფერი შესრულებული გვაქვს. ყველაფერი რომ შესრულებული გვქონდეს, არა კანდიდატის ქვეყნის სტატუსს მოვითხოვდით, არამედ პირდაპირ წევრობას. ვიცით, რომ ეს არის გრძელი, ხანგრძლივი პროცესი, თუმცა იგივე იმ რეფორმების გასაგრძელებლად, რაც ქვეყანას სჭირდება, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი მოტივაცია იქნება კანდიდატის სტატუსის მიღება“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა