უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

კახა კალაძე - ვფიქრობ, ევროკავშირის გადაწყვეტილება დადებითი იქნება

ნახვები: 553 კახა კალაძე - ვფიქრობ, ევროკავშირის გადაწყვეტილება დადებითი იქნება

ოპონენტებისგან კარგს არაფერს ველოდებით, გარდა იმისა, რომ მათი მცდელობაა, ყველაფერს აკეთებენ, რათა საქართველომ სტატუსი არ მიიღოს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რათა სტატუსი მიიღოს. როგორც კალაძე ამბობს, სწორედ ამიტომ, მოლოდინი პოზიტიური აქვთ.

„რაც შეეხება მოლოდინებს, ვფიქრობ, საქართველომ ყველაფერი გააკეთა, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, რათა ქვეყანამ ეს სტატუსი მიიღოს. თუ გადაწყვეტილება იქნება იმასთან დაკავშირებით, რომ სტატუსს არ მოგვცემენ, ჩვენ მაინც გავაგრძელებთ გზას ევროინტეგრაციისთვის, რათა მოხვდეთ იმ დიდ ოჯახში, რასაც ევროპა, ევროკავშირი ჰქვია. თუმცა, მგონია, რომ გადაწყვეტილება იქნება დადებითი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კითხვაზე, ხომ არ მიგაჩნიათ, რომ თქვენი გუნდის წევრების განცხადებები ევროინტეგრაციის გზაზე დამაზიანებელია, კალაძემ აღნიშნა: „როდესაც ისმის შეურაცხმყოფელი განცხადებები, ხდება შეურაცხმყოფელი რეზოლუციის მიღება, რომელიც პირდაპირ შეურაცხყოფაა ქართველი ხალხის, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან ამას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი პასუხები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კიდევ ერთ კითხვაზე: „ირაკლი კობახიძე ამბობს, კომისიამ და საბჭომ რომ გაიმეოროს ის, რაც ევროპარლამენტის რეზოლუციაში წერია, ძალიან მძიმე რეაქცია დადგება, რას ნიშნავს ეს მძიმე რეაქცია“, კალაძემ განაცხადა, რომ ყველაფერს აეხდება ფარდა და ყველაფერს იტყვიან, რაც რეალურად ხდება.

„ამასთან დაკავშირებით იქნა გაკეთებული განცხადებები. ყველაფერს აეხდება ფარდა და ყველაფერს ვიტყვით, რეალურად რა ხდება“, – განაცხადა კალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა