4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

სოზარ სუბარი - კელი დეგნანის მკაფიო განცხადებები ძალიან მისასალმებელია

ნახვები: 496 სოზარ სუბარი - კელი დეგნანის მკაფიო განცხადებები ძალიან მისასალმებელია

კელი დეგნანის განცხადებას მივესალმები, ძალიან კარგი განცხადება იყო, მისგან ამ ტიპის პირველი განცხადება არ არის, არაერთხელ ძალიან მკაფიოდ გამოთქვა იგივე აზრი, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს უსაფრთხოებასა და მშვიდობას საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა განაცხადა.

სუბარმა კომენტარი გააკეთა საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადების შეფასებისას, სადაც დეგნანი ამბობს: „როცა მესმის, რომ ხალხი ამბობს, აშშ მუშაობს საქართველოს წინააღმდეგ ან ცდილობს, ჩაითრიოს ომში, ეს 100 პროცენტით რუსული დეზინფორმაციაა“.

სოზარ სუბარის თქმით, კელი დეგნანის მსგავსი მკაფიო განცხადებები ძალიან მისასალმებელია და თუ ასეთ განცხადებებს მოვისმენთ კიდევ არაერთი სხვა პოლიტიკოსის მხრიდან, უკეთესი იქნებოდა.

„კელი დეგნანის განცხადებას მივესალმები, ძალიან კარგი განცხადება იყო. კელი დეგნანისგან ამ ტიპის პირველი განცხადება არ არის, მან არაერთხელ ძალიან მკაფიოდ იგივე აზრი გამოთქვა, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს უსაფრთხოებასა და მშვიდობას საქართველოში. თუმცა ჩვენ არაერთი განცხადება მოგვისმენია ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან, მოგვისმენია ძალიან მკაფიოდ და ძალიან ღიად უკრაინელი პოლიტიკოსების, უკრაინის ხელისუფლების პირველი პირების მხრიდან და მოგვისმენია არაერთი ყოფილი თუ მოქმედი დასავლელი პოლიტიკოსების, თუ პოლიტოლოგების მხრიდან. მაგალითად, ასეთი იყო ილვესი, ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც პირდაპირ მოგვიწოდებდა, რომ საქართველო ჩართულიყო ომში. მსგავსი განცხადებები მეტნაკლები სიმკვეთრით, მაგრამ კარგად გასაგები გაკეთებული იყო იან კელის მიერ, რომელიც საქართველოში ამერიკის ელჩი იყო, ასევე დევიდ კრამერის, მეთიუ ბრაიზას და არაერთი სხვა ყოფილი, თუ მოქმედი პოლიტიკოსის მიერ. მესმის, რომ ისინი არ არიან გადაწყვეტილების მიმღები პირები, მაგრამ გარკვეულ საზოგადოებრივ აზრს ქმნიან და როდესაც იგივე „გორბის“ გამოკითხვაში გარკვეულწილად ასეთი ხალხის ნაწილი ფიქრობს, რომ ამერიკას უნდა საქართველოს ომში ჩართვა, ეს შეიძლება, სწორედ ამ ადამიანების განცხადებებს უკავშირდებოდეს. ასეთ ფონზე, როდესაც ხალხზე ამ ადამიანების და რუსული პროპაგანდაც ახდენს გავლენას, ქალბატონი კელი დეგნანის მსგავსი მკაფიო განცხადებები ძალიან მისასალმებელია და თუ ამას მოვისმენთ კიდევ არაერთი სხვა პოლიტიკოსის მხრიდან, მათ უმეტეს, ზემოთ ჩამოთვლილი ბატონების მხრიდანაც, უკეთესი იქნებოდა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა