4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

ოლაფ შოლცი, ემანუელ მაკრონი და მარიო დრაგი უკრაინის ქალაქ ირპენში ჩავიდნენ

ნახვები: 496 ოლაფ შოლცი, ემანუელ მაკრონი და მარიო დრაგი უკრაინის ქალაქ ირპენში ჩავიდნენ

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი უკრაინის ქალაქ ირპენს სტუმრობენ, სადაც ისინი რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარალებულ დასახლებას მოინახულებენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციაც „ბიბისი“ ავრცელებს.

ოლაფ შოლცი, ემანუელ მაკრონი და მარიო დრაგი უკრაინაში მატარებლით ჩავიდნენ. როგორც საფრანგეთის ლიდერმა განაცხადა, მათ უკრაინაში ევროპის სოლიდარობის გზავნილი ჩაიტანეს.

„ჩვენ უკრაინაში ევროპის სოლიდარობის გზავნილით ჩამოვედით. ჩვენ ვისაუბრებთ დღევანდელ და მომავალ მხარდაჭერაზე, რადგან ვიცით, რომ მომდევნო კვირები ძალიან რთული იქნება“, – განაცხადა მაკრონმა.

მოგვიანებით, კიევში დაგაგემილია ევროკავშირის სახელმწიფოების ლიდერების შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმრ ზელენსკისთან.

როგორც „ბიბისი“ წერს, ირპენში ომის პერიოდში 290 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარია აღმოჩენილი. მიმდინარეობს გამოძიება რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი შესაძლო ომის დანაშაულის ფაქტების დასადგენად.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა