გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინის საკითხზე აზრთა სხვადასხვაობის გამო პარტია დატოვა

ნახვები: 800 იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინის საკითხზე აზრთა სხვადასხვაობის გამო პარტია დატოვა

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუიჯი დი მაიომ უკრაინის საკითხთან დაკავშირებული აზრთა სხვადასხვაობის გამო მისი პარტიის დატოვების შესახებ განაცხადა.

მისი თქმით, უკვე ხვალიდან პარტია „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობა“ აღარ იქნება ქვეყნის პარლამენტში პირველი ძალა.

საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ რამდენიმე დღეში შეიქმნება ახალი საპარლამენტო ჯგუფი, რომელიც მარიო დრაგის მთავრობას დაუჭერს მხარს.

„ჩვენ აუცილებლად უნდა აგვერჩია, ისტორიის რომელ მხარეს გვსურს დგომა – უკრაინის მხარეს, რომელსაც თავს დაესხნენ, თუ აგრესორი რუსეთის მხარეს. პარტიის რამდენიმე ლიდერის პოზიცია რისკს უქმნიდა ქვეყნას“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა რამდენიმე დღის წინ პარტია საჯაროდ გააკრიტიკა იმის გამო, რომ „საკმარისად არ გამოხატავდა უკრაინის მიმართ მხარდაჭერას.“

მედიის ინფორმაციით, „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობა“ 60-მა დეპუტატმა დატოვა და ისინი დი მაიოს ახალ დაჯგუფებას უერთდებიან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა