გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

ოვუწოდებ ქართველ პოლიტიკოსებს, მმართველ ელიტას და ოპოზიციას, იპოვონ ძალა ძლიერი ევროპული დღის წესრიგისთვის-რასა იუკნევიჩიენე

ნახვები: 479 ოვუწოდებ ქართველ პოლიტიკოსებს, მმართველ ელიტას და ოპოზიციას, იპოვონ ძალა ძლიერი ევროპული დღის წესრიგისთვის-რასა იუკნევიჩიენე

ორშაბათს, თანამედროვე საქართველოს ისტორიაში უდიდესი დემონსტრაციით ხალხმა გამოგვიგზავნა სიგნალი, რომ მათ გადაწყვეტილი აქვთ, გაჰყვნენ ევროპის გზას. მე ვამბობ მკაფიოდ, ქართველებო, ჩვენ თქვენთან ვართ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში მიმდინარე დებატებისას განაცხადა.

მისი თქმით, მან მოუწოდა ყველა ქართველ პოლიტიკოსს, იპოვონ ძალა ძლიერი ევროპული დღის წესრიგისთვის.

„სამწუხაროდ, ისე ჩანს, რომ საქართველოს მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რომ საქართველო არ იყოს ევროკომისიის რეკომენდაციისთვის შესაფერისი. მე მოვუწოდებ ყველა ქართველ პოლიტიკოსს, ორივეს, მმართველ ელიტას და ოპოზიციას, იპოვონ ძალა ძლიერი ევროპული დღის წესრიგისთვის. თქვენი შესანიშნავი ხალხი ამას იმსახურებს. დაპატიმრებული ყოფილი პრეზიდენტისა და ოპოზიციური მედიის მფლობელის გათავისუფლება იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროპული ცხოვრების გზისკენ“, – განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა