4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

კელი დეგნანი - აშშ მზად არის, დაეხმაროს საქართველოს ამ რეფორმების განხორციელებაში

ნახვები: 495 კელი დეგნანი - აშშ მზად არის, დაეხმაროს საქართველოს ამ რეფორმების განხორციელებაში

აშშ მზად არის, ნებისმიერი კუთხით დაეხმაროს ​საქართველოს რეფორმების განხორციელებაში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განუცხადა.

როგორც კელი დეგნანმა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განაცხადა, მომდევნო ექვსი თვე მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა და დასაკარგი დრო არ არის.

„ჩვენ გვინახავს, რომ მთავრობას შეუძლია, სწრაფად განახორციელოს კანონმდებლობა, სწრაფად მიიღოს კანონები. მაგალითად, როგორც ვნახეთ დაჩქარებული წესით ინსპექტორის ოფისის გაუქმება, ასევე სხვადასხვა კანონის დაჩქარებული წესით მიღება. მას ნამდვილად შეუძლია, სწრაფად განახორციელოს ეს ცვლილებები. ქართველ ხალხს აქვს ამ ცვლილებების სურვილი და არსებობს მზაობა ამისთვის. აშშ მზად არის და აქვს სურვილი, რომ ნებისმიერი კუთხით დაეხმაროს ​საქართველოს ამ რეფორმების განხორციელებაში. ყველამ კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ შემდგომი ექვსი თვე არის ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა და არ არის დასაკარგი დრო. მე ვიცი, რომ ქართველ მოსახლეობას, სამოქალაქო საზოგადოებას და ასევე, მთავრობაში ბევრს სურს აღნიშნული რეფორმების განხორციელება“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა