4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

ართველ ხალხს რა ვუყოთ, ვინც ამ ყველაფრით დაიღალა და გამოსავალს არავინ სთავაზობს-იაგო ხვიჩია

ნახვები: 496 ართველ ხალხს რა ვუყოთ, ვინც ამ ყველაფრით დაიღალა და გამოსავალს არავინ სთავაზობს-იაგო ხვიჩია

ჩხუბი და ხელის დარტყმა მეგობარი ქვეყნის მიღებაზე კარგი ამბავი არ არის, დარწმუნებული ვარ, ჩვენს დამკვირვებლებს ბევრი უნახავთ და გაგებით მოგვეკიდებიან, მაგრამ ქართველ ხალხს რა ვუყოთ, ვინც ამ ყველაფრით დაიღალა, მაგრამ გამოსავალს არავინ სთავაზობს, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის საელჩოსთან ინციდენტს არ შესწრებია.

„ძალიან გული მწყდება, რომ ამერიკის საელჩოში ამ ინციდენტს არ შევსწრებივარ და ამიტომ საუბარი მიჭირს. ამერიკის ტერიტორიაზე ჩხუბი მისაბაძი საქციელი არ არის, საქართველოს ტერიტორიაზე სჯობდა. არ ვიცი, რამდენად გვქონდა ძალადობასთან საქმე, ფაქტს არ შევსწრებივარ. რა თქმა უნდა, ძალადობა დასაგმობია და ორჯერ და ათჯერ მეტად არის დასაგმობი ისეთ ადგილას, სადაც ეს ძალადობა მოხდა, თუ მოხდა. ჩხუბი და ხელის დარტყმა მეგობარი ქვეყნის მიღებაზე, კარგი ამბავი არ არის.

რაც შეეხება მიმდინარე პროცესებს, ჩვენი პოლიტიკური კულტურისთვის დაპირისპირება ჩვეულებრივია. როგორც კი, ცენტრში ვითარება იძაბება, რეგიონებში ხალხს ერთმანეთს მიუქსევენ ხოლმე. რეგიონებში ჩხუბი საერთოდ არ არის გასაკვირი იმდენად, რამდენადაც ხალხმა ამერიკის საელჩოში იჩხუბა და რეგიონებში ჩხუბი რას გააკვირვებს „ქოც-ნაცურ“ ნარატივს, რაც დიდი ხანია არის. მე რომ ამ პროცესზე უცხოელი დამკვირვებელი ვიყო, ვინც ცდილობს, საქართველო ამ მდგომარეობიდან გამოიყვანოს და თან მიმდინარე მოვლენებს აკვირდება, ჩავთვლიდი, რომ მეხუმრებიან, როცა დეპოლარიზაციაზე ჩემს საუბარს ყოველ დღე შეგნებულ პოლარიზაციას უპირისპირებენ, მაგრამ გარე დამკვირვებელი არ ვარ და ორივე მხარის ნებისმიერი სახის ანატომია ვიცი და უკვე აღარაფერი მიკვირს. დარწმუნებული ვარ, ჩვენს დამკვირვებლებს ბევრი უნახავთ, სამყაროში ჩვენზე უარესი ქვეყნებიც არსებობს და გაგებით მოგვეკიდებიან, მაგრამ ქართველ ხალხს რა ვუყოთ, ვინც 30 წელია, ამ კონცერტს უყურებს, ამ ყველაფრით დაიღალა, მაგრამ გამოსავალს არავინ სთავაზობს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა