გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

ჩვენი სულისკვეთება არის უცვლელი-ლაშა ბუღაძე

ნახვები: 480 ჩვენი სულისკვეთება არის უცვლელი-ლაშა ბუღაძე

მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, სხვა აღქმა გვქონდა ტაქტიკური თვალსაზრისით და სხვა რაღაც გამოვიდა, საბოლოო ჯამში, ჩვენი სულისკვეთება არის უცვლელი, – ამის შესახებ ლაშა ბუღაძემ ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში დღევანდელი აქციის შეფასებისას განაცხადა.

„მგონი, ახლა ის სურათია, როდესაც მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, რაღაც სხვა აღქმა გვქონდა, ტაქტიკური თვალსაზრისით და სხვა რაღაც გამოვიდა. ხშირად ემპირიული და თეორიული არის სხვადასხვა რამ ხოლმე. საბოლოო ჯამში, ჩვენი სულისკვეთება არის უცვლელი – ოლიგარქის გარეშე საქართველო, რომელიც უნდა შევიდეს ევროკავშირში“, – განაცხადა ლაშა ბუღაძემ.

მისი თქმით, ტაქტიკურად რაღაც შეიძლება, დღეს არ გამოვიდეს, მაგრამ ხვალ გამოვიდეს.

„მესმის, რომ შესაძლოა, იყოს და როგორც ჩანს, დღესაც განწყობების კონტრასტულობა ჩანდა. ზოგი უფრო ტემპერამენტულია, ზოგი უფრო ფრთხილი, ზოგი უფრო რაციონალური, ზოგი უფრო მომენტის, ასე ვთქვათ, განწყობით, რომ ახლა რაღაც უნდა გადაწყდეს. მე საერთოდ ორიენტირებული ვარ, რომ ყველა პროცესი დაექვემდებაროს ანალიზს და ეს პროცესიც უნდა დაექვემდებაროს. მაგრამ მე არ ვგრძნობ თავს, რაღაცნაირად ფრუსტრაციაში ნამდვილად არ ვარ. უბრალოდ, ეს რთული პროცესია. მეც და ალბათ ბევრი ჩვენგანიც ასე ვიყავით და ვართ განწყობილი. ტაქტიკურად რაღაც შეიძლება, დღეს არ გამოვიდეს, ხვალ გამოვიდეს, ზაფხულის პერიოდია, მაგრამ გვაქვს დრო მობილიზების“, – აღნიშნა ლაშა ბუღაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა