გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

ევროკავშირი თავისუფლდება რუსეთზე დამოკიდებულებისგან, რომელიც აფერხებდა პუტინის წინააღმდეგ გადაწყვეტილებების მიღებას-ჯოზეფ ბორელი

ნახვები: 480 ევროკავშირი თავისუფლდება რუსეთზე დამოკიდებულებისგან, რომელიც აფერხებდა პუტინის წინააღმდეგ გადაწყვეტილებების მიღებას-ჯოზეფ ბორელი

ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირი თავისუფლდება რუსეთზე დამოკიდებულებისგან, რომელიც აფერხებდა პუტინის წინააღმდეგ გადაწყვეტილებების მიღებას. აღნიშნულის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი.

„2022 წლის ბოლომდე ევროკავშირი 90%-ით შეამცირებს რუსული ნავთობის იმპორტს. ჩვენ ასევე სწრაფად ვამცირებთ გაზის იმპორტს. ეს გადაწყვეტილებები თანდათან გვათავისუფლებს დამოკიდებულებისგან, რომელიც დიდი ხნის მანძილზე აფერხებდა ჩვენს პოლიტიკურ არჩევანს ვლადიმერ პუტინის აგრესიულობის წინაშე. ის ალბათ თვლიდა, რომ ევროპა ვერ გაბედავდა სანქციების დაწესებას რუსეთის ფედერაციაზე ენერგოდამოკიდებულების გამო. ეს ერთ-ერთია იმ მნიშვნელოვანი, არასწორი გათვლებიდან, რომელიც დაუშვა რუსეთის რეჟიმმა ამ კონფლიქტის დროს“, – ნათქვამია სტატიაში.

ამასთან, ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ რუსულ ენერგორესურსებზე ასეთი სწრაფი უარი სერიოზულ სირთულეებს უქმნის ევროკავშირის ბევრ ქვეყანას, ისევე როგორც ეკონომიკის რამდენიმე სექტორს.

„ეს არის ფასი, რომელიც უნდა გადავიხადოთ ჩვენი დემოკრატიისა და საერთაშორისო სამართლის დასაცავად და ჩვენ ვიღებთ აუცილებელ ზომებს ამ პრობლემების გადასაჭრელად სრული სოლიდარობით”, – აღნიშნავს ბორელი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა