გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

„ნაციონალური მოძრაობა“ არის ნათელი მაგალითი, როგორი არ უნდა იყო ხელისუფლება, როდესაც ხარ ხელისუფლებაში და მაგალითი იმისა, როგორი არ უნდა იყო ოპოზიციაში-კახა კალაძე

ნახვები: 480 „ნაციონალური მოძრაობა“ არის ნათელი მაგალითი, როგორი არ უნდა იყო ხელისუფლება, როდესაც ხარ ხელისუფლებაში და მაგალითი იმისა, როგორი არ უნდა იყო ოპოზიციაში-კახა კალაძე

„ნაციონალური მოძრაობა“ არის იმის ნათელი მაგალითი, როგორი არ უნდა იყო ხელისუფლება, როდესაც ხარ ხელისუფლებაში და მაგალითი იმისა, როგორი არ უნდა იყო ოპოზიციაში, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არის პარტია, რომელიც ანტისახელმწიფოებრივად მოქმედებს.

„ეს არ არის მხოლოდ დღევანდელი დღიდან გამომდინარე შეფასება. გადახედეთ ბოლო წლების განმავლობაში როგორ მოქმედებენ ისინი. „ნაციონალური მოძრაობა“ არის იმის ნათელი მაგალითი, როგორი არ უნდა იყო ხელისუფლება, როდესაც ხარ ხელისუფლებაში და ნათელი მაგალითი იმისა, როგორი არ უნდა იყო ოპოზიციაში. ეს არის ძალიან კარგი მაგალითი და იმის შეფასება, რას წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობა“. უნდა ვაკეთოთ ჩვენი საქმე, ჩვენ აგვირჩია ქვეყნის მოსახლეობამ და ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული. განსახორციელებელი გვაქვს კონკრეტული პროექტები. წარდგენილი იყო კონკრეტული გეგმა, როგორ უნდა მოხდეს ქვეყნის განვითარება, ვსაუბრობთ ქვეყნის მშვიდობაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე. ეს არის ის, რაც აინტერესებს ქვეყნის მოსახლეობას. შესაბამისად, არ უნდა დავუთმოთ დრო „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს და განცხადებებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა