გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

UNIAN: მელიტოპოლთან რუსი ოფიცრები თავიანთ ჯარისკაცებს აუპატიურებენ, აწამებენ და ხოცავენ

ნახვები: 796 UNIAN: მელიტოპოლთან რუსი ოფიცრები თავიანთ ჯარისკაცებს აუპატიურებენ, აწამებენ და ხოცავენ

რუსი ოფიცრები მელიტოპოლთან თავიანთ ჯარისკაცებს აუპატიურებენ, აწამებენ და ხოცავენ. 

ამის შესახებ უკრაინული გამოცემა უნიანი წერს, რომელიც, თავის მხრივ, მელიტოპოლის ადგილობრივ მედიას ეყრდნობა. 

უკრაინული პრესის ცნობით, რუსი ოფიცრები უშუალოდ ოკუპირებულ მელიტოპოლში საჯაროდ "ნორმალურად" იქცევიან, ქალაქს მიღმა კი - სასტიკად. 

უნიანი რია მელიტოპოლზე დაყრდნობით ამბობს, რომ რუს ჯარისკაცებს არ სურთ ბრძოლა და დანაშაულებრივი ბრძანებების შესრულება, სარდლობა კი მათ შეკავებას ძალადობით ცდილობს.

"მსოფლიოს მეორე არმია სავსეა სისასტიკით, არაადამიანობით და ჯოჯოხეთით. ამას მოწმეები ყავს". - წერია სტატიაში. 

რუსი ოფიცრები აუპატიურებე თავიანთ ჯარისკაცებს იმ შემთხვევაში, თუ ისინი უარს ამბობენ ბრძანების შესრულებაზე. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მათგანი გაქცევას ან დეზერტირობას ცდის, მათ წვავენ კიდეც.

მელიტოპოლში მომუშავე ექიმებმა თქვეს, რომ ივლისის დასაწყისში რუსმა ჯარისკაცმა თავში ისროლა, რათა ფრონტზე არ გაეგზავნათ. ის მიღებული ჭრილობით გარდაიცვალა.

გარდა ამისა, ექიმების თქმით, მათ იციან მეთაურის მხრიდან ჯარისკაცის გაუპატიურების 3 შემთხვევის შესახებ. ისინი, ბრძანების შეუსრულებლობის გამო პოლიციის ეზოში გააუპატიურეს. 

ასევე, პოლიციის ეზოში იპოვეს ჯარისკაცების ცხედრებიც, რომლებიც ოფიცრებმა დაწვეს. მათი უმეტესობა ნაწამები იყო "დეზერტირობის,და ზემდგომების ბრძანებების შეუსრულებლობის გამო". 

უკრაინული მედია სოფელ აკიმოვკაში მცხოვრებ თვითმხილველებზე დაყრდნობით იმასაც წერს, რომ "9 ივლისს ბრძოლაზე უარი თქვა 60-ზე მეტმა რუსმა ჯარისკაცმა. ოფიცრებმა ამის გამო ნამდვილი ჩხრეკა მოაწყვეს. ადგილობრივებს დოკუმენტები, სარდაფები და სახლები შეუმოწმეს". 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა