უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

ევროკავშირი ვისაც უნდა, ჩაერთვება რეკომენდაციების განხორციელებაში-შალვა პაპუაშვილი

ნახვები: 553 ევროკავშირი ვისაც უნდა, ჩაერთვება რეკომენდაციების განხორციელებაში-შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტში თებერვალში შექმნილი სამუშაო ჯგუფის დღევანდელ შეხვედრაზე მოხდება პარტიების წერილობითი ანალიზის გაცვლა, რომელიც შეეხება იმას, რა რეფორმები განხორციელდა აქამდე, რა გამოწვევები არსებობს და როგორ ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს.

„რაც შეეხება სასამართლო რეფორმის ნაწილს, აქ ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს რეკომენდაცია არის შემდეგი – ანალიზის საფუძველზე უნდა მოხდეს რეფორმის სტრატეგიის შემუშავება და მეორე – ამ რეფორმის განხორციელება შესაბამის კანონში ცვლილებების მეშვეობით, სადაც ასევე ჩართული იქნება ვენეციის კომისია და მათი რეკომენდაციები მოსმენილი იქნება. სწორედ ამას ვაკეთებთ ჩვენ და იცით, რომ ეს სამუშაო დაწყებული იყო, ამ კუთხით ჩვენ უკვე წინ ვართ.

დღევანდელ შეხვედრაზე მოხდება პარტიების მიერ გაკეთებული წერილობითი ანალიზის გაცვლა. როგორც გახსოვთ, მაშინ, როდესაც შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, პირველ ეტაპად დაისახა ნაბიჯი, რომ ყველა პარტიას, ფრაქციას, თუ პოლიტიკურ ჯგუფს მოემზადებინა საკუთარი წერილობითი ანალიზი, თუ რა რეფორმები განხორციელდა აქამდე, სად ვართ, რა გამოწვევებია და როგორ ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს. ერთი რამ ფაქტია, ჩანს, რომ არის შეუთანხმებლობა შეფასებაში, დიაგნოზში. ამიტომ იმისთვის, რომ შეფასებებში ვნახოთ, რა არის ამის არგუმენტი, საჭიროა, იყოს გარკვეულწილად ანალიზზე და მტკიცებულებებზე დფუძნებული. დღეს გავცვლით ამ მოსაზრებებს. პარტია „მოქალაქეებს“ უკვე წარმოდგენილი აქვთ წერილობით ეს დოკუმენტი, „ქართული ოცნებაც“ წარადგენს დღეს. ვნახოთ, სხვები თუ მოიტანენ ასეთ წერილობით დოკუმენტს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება იმას, რომ ოპოზიციის ნაწილი, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ არ აპირებენ დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობას, შალვა პაპუაშვილის თქმით, ის, ვისაც უნდა ევროკავშირის გზაზე სიარული, ჩაერთვება ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელებაში.

„განცხადებები არ ვიცი, ვნახოთ, დღეს ვინ მოვა ვინ არ მოვა. შეიძლება, მიდგომა იყოს ორნაირი. ერთი მიდგომა არის აღქმების, რწმენის, აღიარება, არაღიარების საკითხი, მეორე არის მტკიცებულებებზე დაფუძნებული არგუმენტების მიდგომა. სამუშაო ჯგუფი როცა შეიქმნა, ჩვენ სწორედ შევთანხმდით იმაზე, რომ ვინაიდან საუბარი მიდის სხვადასხვა ტერმინით, მაგრამ იწყება იმ ეტაპიდან, რომ რაღაცა მდგომარეობა, მოცემულობა არის ასეთი. მაგალითად, ამტკიცებს ერთი მხარე, მაგრამ რის საფუძველზე ამტკიცებს ამას, რა არის არგუმენტი, რა არის ამის დასაბუთება, ამას სჭირდება წარმოდგენა. სწორედ ეს არის მიზანი, რომ გავცვალოთ მოსაზრებები ამასთან დაკავშირებით და ამის შემდეგ დავსვათ დიაგნოზი, დიაგნოზის შემდეგ გადავიდეთ უკვე შემდეგ ნაწილზე.

რაც შეეხება მონაწილეობას, საქმე არის მარტივად – ის, ვისაც უნდა ევროკავშირი, ვისაც უნდა ამ გზაზე სიარული, ჩაერთვება ევროკავშირის მიერ მოცემული რეკომენდაციების განხორციელებაში. ის, ვინც არ ერთვება ამ რეკომენდაციების განხორციელებაში, მას არ უნდა ევროკავშირი. მგონი, ამაზე მარტივად ქართულ პოლიტიკაში ჯერ საკითხი არ ყოფილა.

ახლა არის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელიც შეიქმნა პარლამენტში თებერვალში. არის შეხვედრა, რომ დავასრულოთ ის პირველი ეტაპი, გავცვალოთ წერილობითი შეფასებები და ანალიზი ყველა პოლიტიკური ჯგუფის. ამ სამუშაო ჯგუფის შემდეგი ეტაპი უკვე იქნება მათ შორის არასამთავრობო სექტორის ჩართულობით. ზუსტად ეს ითქვა მაშინაც ჩვენს გეგმაში, რომ სამუშაო ჯგუფი, რომელიც არსებობს, უახლოეს მომავალში შეიკრიბებოდა და განაახლებდა მუშაობას, სწორედ ეს ხდება დღეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა