უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

დადგება დრო, როცა ეროვნული თანხმობის მთავრობის ასარჩევად ჩვენი მანდატები საჭირო გახდება-გიორგი ვაშაძე

ნახვები: 551 დადგება დრო, როცა ეროვნული თანხმობის მთავრობის ასარჩევად ჩვენი მანდატები საჭირო გახდება-გიორგი ვაშაძე

ოპოზიციაში ჯერ ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, რომ საუბარია უზარმაზარ გეოპოლიტიკურ საკითხებზე, საქართველო იქნება ტაგანროგი ან შვეიცარია. „სტრატეგია აღმაშენებელი“ პარლამენტში მხოლოდ ერთადერთ საკითხს დავუჭერთ მხარს, ეს არის რიგგარეშე სხდომის მოწვევა, რომ ფორმალურადაც დადასტურდეს, „ქართული ოცნება“ არაფრის გაკეთებას არ აპირებს. ამაში ოპოზიციონერ კოლეგებს წავყვებით, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, მისი პარტია ნაკლებად ხედავს  საპარლამენტო მუშაობის რაიმე პერსპექტივას, რადგან „ქართულ ოცნებას“ არაფრის გაკეთება არ უნდა“.

„ჩვენ სამი მიმართულება გვექნება. პირველი, მუშაობა სამოქალაქო სექტორთან და საერთაშორისო ექსპერტებთან, რომ სექტემბრამდე ნამდვილად დეტალურად დაწერილი გეგმა გვქონდეს. მეორე, მუშაობა საქართველოს მოქალაქეებთან, რადგან მძლავრი საპროტესტო მუხტის გარეშე, ჩვენ კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებთ და „ქართულ ოცნებას“ ვერ ავაღებინებთ ხელს ამ ანტიქართულ ქმედებებსა და შეთქმულებაზე საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. მესამე, მუშაობა საერთაშორისო ასპარეზზე. მერწმუნეთ, ევროპარლამენტარების თუ სხვების განცხადებები შემთხვევითი არ არის, რაც თუნდაც ახლა კეთდება. საერთაშორისო ასპარეზზე გვექნება, როგორც სანქციებზე მუშაობა ასევე მუშაობა იმაზე, რომ კიდევ მეტი მხარდაჭერა ჰქონდეს ქართველ ხალხს და კანდიდატის სტატუსი დეკემბერში მივიღოთ. მანდატებს არ დავტოვებთ, რადგან დადგება დრო, როცა ეროვნული თანხმობის მთავრობის ასარჩევად ჩვენი მანდატები საჭირო გახდება. საშემოდგომო სესიისთვის შეიძლება აბსოლუტურად სხვა პოლიტიკური რეალობა გვქონდეს. სად ვიქნებით და როგორ ვიქნებით, როცა დრო მოვა აუცილებლად გაიგებთ. ძალიან მკაფიო და კარგად განსაზღვრული გეგმა გვაქვს. გამარჯვება ძალიან ახლოსაა, გაცილებით ახლოს ვიდრე ბევრს ჰგონია“, – განაცხადა ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა