გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

ოპოზიციური პარტიები ვაპირებთ, პრეზიდენტს მივმართოთ, რიგგარეშე სესია მოიწვიოს-პაატა მანჯგალაძე

ნახვები: 480 ოპოზიციური პარტიები ვაპირებთ, პრეზიდენტს მივმართოთ, რიგგარეშე სესია მოიწვიოს-პაატა მანჯგალაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პატა მანჯგალაძის განცხადებით, ოპოზიცია აპირებს, პრეზიდენტს მიმართოს რიგგარეშე სხდომის მოწვევით.

როგორც მანჯგალაძემ განაცხადა, ოპოზიცია მზადაა, ამ საკითხისთვის კონკრეტული ნაბიჯები გადადგას.

„ოპოზიციური პარტიები ვაპირებთ, პრეზიდენტს მივმართოთ, რომ რიგგარეშე სესია მოიწვიოს. დღის წესრიგის საკითხები უკვე განსაზღვრულია, შეგვიძლია ვიმსჯელოთ – საკონსტიტუციო ცვლილებაზე, სასამართლოებზე, ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნაზე. ეს ვალდებულებად არის მოთხოვნილი კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის. მზად ვართ, ამ საკითხებზე კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ. 38 დეპუტატის ხელმოწერაა საჭირო და ბევრად მეტი ხელმოწერა იქნება. თუ რიგგარეშე სესიის მოწვევაზე დაიბლოკება საკითხი უმრავლესობის მხრიდან და კვორუმს არ შექმნიან, ჩვენ მუშაობას მაინც გავაგრძელებთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად და ყველა შეთავაზებულ საკითხზე საკანონმდებლო პაკეტები გვექნება“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა