4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

არასამთავრობო ორგანიზაცია როდესაც ითხოვს, ჰქონდეს გადამწყვეტი სიტყვა მთავრობის დაკომპლექტებაში, პოლიტიკური განაცხადია-შალვა პაპუაშვილი

ნახვები: 495 არასამთავრობო ორგანიზაცია როდესაც ითხოვს, ჰქონდეს გადამწყვეტი სიტყვა მთავრობის დაკომპლექტებაში, პოლიტიკური განაცხადია-შალვა პაპუაშვილი

როდესაც არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს და ითხოვს, რომ მან მიიღოს მონაწილეობა და ჰქონდეს გადამწყვეტი სიტყვა მთავრობის დაკომპლექტებაში, ეს უკვე არის პოლიტიკური განაცხადი, ამიტომ, ზოგადად, ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც ამ პროცესში იყვნენ ჩართულნი და პრეტენზიას აცხადებდნენ ხელისუფლებაში მოსვლაზე, დაფიქრდნენ ამ კუთხით, თავისი მოთხოვნები უკან მიაქვთ თუ არა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სამწუხაროდ, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი პოლიტიკურ პარტიას ემსგავსება.

ამასთან, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტში სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით გამართულ დღევანდელ შეხვედრაზე, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რაც უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაცია.

„რაც შეეხება სამოქალაქო სექტორის ჩართვას და ამას ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რადგან სამოქალაქო სექტორი უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე არასამთავრობო ორგანიზაციები. დღეს, მაგალითად, ამ შეხვედრაზე რომ აკადემიური სფეროს წარმომადგენლები იყვნენ, ადასტურებს, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ არ ვიყოთ ფოკუსირებული მხოლოდ ცალკეულ პროექტებზე თუ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, არამედ სამოქალაქო სექტორის უფრო ფართო ჩართულობაზე. მე შეხვედრა მქონდა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო პლატფორმასთან, რომელიც აერთიანებს თითქმის ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას საქართველოში. გვქონდა მათთან საუბარი, როგორ ჩაერთვებიან მათი წარმომადგენლები ამ პროცესში.

ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციას რაც შეეხება, მათ შორის მათ, რომლებსაც გუშინაც ჰქონდათ საჯარო მიმართვა, ვნახეთ, რომ ამ ხელმომწერებიდან რამდენიმე მანამდე ტექნიკური მთავრობის დაკომპლექტებაში მონაწილეობის მოთხოვნით გამოდიოდა, ეს არის სწორედ ის ზღვარი, რომლის იქითაც არის პოლიტიკური დღის წესრიგი და არა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლობა. როდესაც არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს და ითხოვს, რომ მან მიიღოს მონაწილეობა და ჰქონდეს გადამწყვეტი სიტყვა მთავრობის დაკომპლექტებაში, ეს უკვე არის პოლიტიკური განაცხადი. ამიტომ, ზოგადად, ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც ამ პროცესში იყვნენ ჩართულნი და პრეტენზიას აცხადებდნენ ხელისუფლებაში მოსვლაზე, დაფიქრდნენ ამ კუთხით, თავისი მოთხოვნები უკან მიაქვთ თუ არა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინ ზის მაგიდის გარშემო, ეს არის პოლიტიკური პარტია თუ არასამთავრობო ორგანიზაცია. სამწუხაროდ, ის პროცესები, რაც ჩვენ ბოლო პერიოდში გვქონდა, რამდენიმე ორგანიზაციამ თავისი თავის დისკრედიტირება გააკეთა ამ კუთხით, როდესაც პირდაპირ პოლიტიკური დღის წესრიგის განმახორციელებელი გახდა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა