უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

დეპუტატმა სამსახურში უნდა იაროს, ვარშალომიძე თითქმის ორი წლის განმავლობაში არ გამოჩენილა-პაპუაშვილი

ნახვები: 553 დეპუტატმა სამსახურში უნდა იაროს, ვარშალომიძე თითქმის ორი წლის განმავლობაში არ გამოჩენილა-პაპუაშვილი

ჩვენ უპასუხისმგებლობა არ უნდა წავახალისოთ, დეპუტატმა სამსახურში უნდა იაროს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამნეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ლევან ვარშალომიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

პაპუაშვილმა ასევე შეაფასა ის ფაქტი, რომ ვარშალომიძისთვის მანდატის შეწყვეტის შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში მის ადგილმონაცვლეს ვერ შეიყვანს, რადგან საარჩევნო სიები გაუქმებული აქვს.

როგორც შალვა პაპუაშვილი ამბობს, ადგილმონაცვლეების შემოსვლის მიზნით საარჩევნო სიებს ვერ აღადგენენ და ამით უპასუხისმგებლობას ვერ წაახალისებენ.

„ლევან ვარშალომიძე თითქმის ორი წლის განმავლობაში ერთხელაც კი არ გამოჩენილა პარლამენტში. ამ პრობლემის გადაწყვეტა პარლამენტში ადგილმონაცვლეების შემოსვლა კი არ არის, ამის გადაწყვეტაა, რომ დეპუტატმა უნდა იაროს სამსახურში. ეს არის მისი სამსახური, რომ ემსახუროს ხალხს, ემსახუროს ამ შენობიდან და სამსახურში უნდა იაროს. არ მივიჩნევ, რომ უპასუხიმგებლობა უნდა წახალისდეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა