სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military
EU strategy to end war based on ‘peace through strength’ formula – Kubilius
Russian ballistic attack leaves one dead, 22 injured, causes damage in six Kyiv districts

რომან გოცირიძე - მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადება სენსაციურია, რადგან ეს არის პოლიტიკური განცხადება, რომლის გაკეთებაც „ქართულმა ოცნებამ“ დაავალა

ნახვები: 262 რომან გოცირიძე - მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადება სენსაციურია, რადგან ეს არის პოლიტიკური განცხადება, რომლის გაკეთებაც „ქართულმა ოცნებამ“ დაავალა

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადება სენსაციურია, რადგან ეს არის პოლიტიკური განცხადება, რომლის გაკეთებაც „ქართულმა ოცნებამ“ დაავალა, – ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ მოსამართლის დღევანდელი განცხადება, ლაშა ჩხიკვაძე აცხადებს, რომ ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ შეხვედრა ჰქონდა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან, რომელმაც უთხრა, რომ ელჩს აინტერესებდა, რატომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი და გამოიყენა სასჯელად თავისუფლების აღკვეთა.

რომან გოცირიძის თქმით, ინფორმაციას მიღება საელჩოს მუშაობის ერთ-ერთი ამოცანაა.

„განცხადების მთავარი შინაარსი არის ის, რომ ჩვენ გავიგეთ, რომ მოსამართლე გადაწყვეტილებას პოლიტიკურად იღებს და ის სანქცირებულია. როგორც იქნა აღიარა, რომ ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამო, მას აშშ-ის ვიზა გაუუქმეს და არ მისცეს აშშ-ში წასვლისა და ქართველი მოსამართლეებისთვის დაგეგმილ სემინარში მონაწილეობის შესაძლებლობა, რაც არის სანქცია. ეს ვაი მოსამართლე სანქციების სიაში პირველი მერცხალია, თუმცა მერცხალი ლამაზი ფრინველია და მე უფრო სხვანაირად ვიტყოდი. ის არის პირველი ყვავი სანქცირებულთა სიაში, მას აუცილებლად მიჰყვებიან სხვებიც. ინფორმაციას მიღება საელჩოს მუშაობის ერთ-ერთი ამოცანაა და მას სრულიად ლეგალურად მიმართეს, რადგან აშშ-ში საელჩოს პროგრამით უნდა წასულიყო“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა