ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების აკრძალვის შესახებ განაჩენი წინასწარ გამოიტანა – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი შეურაცხყოფაა
მიხაილო ფედოროვი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში ბრუნდება
სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military

ჯო ბაიდენი აღმოსავლეთ იერუსალიმში სამედიცინო დაწესებულებების დასახმარებლად 100 მილიონ დოლარს გამოყოფს

ნახვები: 408 ჯო ბაიდენი აღმოსავლეთ იერუსალიმში სამედიცინო დაწესებულებების დასახმარებლად 100 მილიონ დოლარს გამოყოფს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აღმოსავლეთ იერუსალიმში სამედიცინო დაწესებულებების დასახმარებლად 100 მილიონ დოლარს გამოყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

აღნიშნული დახმარების შესახებ ბაიდემა აღმოსავლეთ იერუსალიმში ავგუსტა ვიქტორიის ჰოსპიტალში ვიზიტისას, პალესტინური ავტონომიის პრეზიდენტთან მაჰმუდ აბასთან შეხვედრამდე გამოაცხადა.

„დღეს მოხარული ვარ, გამოვაცხადო, რომ აშშ მზად არის, დამატებით გამოყოს 100 მილიონი დოლარი, რათა მხარი დაუჭიროს ამ საავადმყოფოებს, თქვენს პერსონალს, რომელიც მუშაობს პალესტინელი ხალხისთვის“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ავგუსტა ვიქტორიის ჰოსპიტალიდან აშშ-ის პრეზიდენტი ბეთლემში მაჰმუდ აბასთან მოლაპარაკებების გასამართად გაემართა. ახლო აღმოსავლეთში ტურნეს ფარგლებში, ჯო ბაიდენი შემდგომ საუდის არაბეთში გაემგზავრება, სადაც მას ტახტის მემკვიდრე, პრინც მოჰამედ ბინ სალმანთან აქვს შეხვედრა დაგეგმილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა