Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

მაიკლ გალერის განცხადება პირდაპირი ჩარევაა სასამართლო საქმიანობაში, დარწმუნებული ვარ, საკუთარ ქვეყანაში ასეთ კომენტარს ვერ გაბედავს-ლაშა ჩხიკვაძე

ნახვები: 360 მაიკლ გალერის განცხადება პირდაპირი ჩარევაა სასამართლო საქმიანობაში, დარწმუნებული ვარ, საკუთარ ქვეყანაში ასეთ კომენტარს ვერ გაბედავს-ლაშა ჩხიკვაძე

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ საქართველოს პირველ არხთან კომენტარი გააკეთა ევროპარლამენტარ მაიკლ გალერის განცხადებასთან დაკავშირებით.

საუბარია ევროპარლამენტარის იმ განცხადებაზე, სადაც გალერი ამბობს: „ჩვენ ვიმედოვნებთ, სააპელაციო სასამართლო გამოიყენებს შესაძლებლობას და მომავალი კვირის სამშაბათს გაამართლებს გვარამიას, რათა გამოსწორდეს წარსულის შეცდომები და აღდგეს თავისუფალი მედიის ძლიერი ხმა“.

როგორც ლაშა ჩხიკვაძემ პირველ არხთან აღნიშნა, ასეთი ტიპის ჩარევა წარმოადგენს სასამართლოზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობას.

„ჩემი შეფასებით, გალერის განცხადება თავისი შინაარსით იმდენად პირდაპირი ჩარევაა სასამართლო საქმიანობაში, რომ ეს არ ეხება მარტო ჩემს კოლეგებს, რომლებმაც უნდა განიხილონ სააპელაციო სასამართლოში აღნიშნული საქმე. ამასთანავე, მეხება მეც, ვინაიდან საუბარია სწორედ ჩემს განაჩენზე, ჩემს გადაწყვეტილებაზე და ის მოინათლა როგორც პოლიტიკური მართლმსაჯულების გამორჩეული მაგალითი. ამ შეცდომის გამოსწორებას პირდაპირ ავალებს ბატონი გალერი, რამდენად აქვს ამის უფლება, ეს მეორე საკითხია, თუმცა სააპელაციო სასამართლოს მოუწოდებს, გამოასწოროს აღნიშნული შეცდომა. რა თქმა უნდა, სააპელაციო სასამართლო არც ერთი ფორმით არ არის შეზღუდული გადაწყვეტილებაში, იგი გამამართლებელ ვერდიქტს მიიღებს თუ გამამტყუნებელს, თუმცა ვფიქრობ, ასეთი ტიპის ჩარევა ელემენტარულად წარმოადგენს სასამართლოზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობას, გადაწყვეტილება შეცვალოს კატეგორიულად სასამართლომ და მიიღოს საპირისპირო გადაწყვეტილება. ეს არ ვიცი, რამდენად მიღებული ფორმაა ევროპაში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბატონი გალერი საკუთარ ქვეყანაში, საკუთარი მოსამართლეების მიმართ შესაძლო გადაწყვეტილების მისაღებად ასეთი ტიპის კომენტარს არათუ დაწერს, არამედ ვერ გაბედავს. ჩემი შეფასება ასეთია“, – განაცხადა ლაშა ჩხიკვაძემ.

ცნობისთვის, 

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ შეხვედრა ჰქონდა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან, რომელმაც უთხრა, რომ ელჩს აინტერესებდა, რატომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი და გამოიყენა სასჯელად თავისუფლების აღკვეთა.

„მას შემდეგ, რაც მოვისმინე ევროპარლამენტარ მაიკლ გალერის განცხადება სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით, სადაც ის, ჩემი შეფასებით, პირდაპირ ზეწოლას ახდენს სასამართლოზე და აშკარად მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს, რომ მომავალი კვირის სამშაბათს, ანუ 19 ივლისს, როცა სასამართლო სხდომაა ჩანიშნული, პირველივე განხილვაზე გაამართლოს გვარამია და ამით გამოასწოროს ძველი შეცდომები (ანუ რომელიც მე თითქოსდა დავუშვი), გადავწყვიტე, გავაკეთო შემდეგი განცხადება: როგორც ცნობილია, ბატონი გალერი გერმანელი პოლიტიკოსია და წლებია, ევროპარლამენტის წევრია და უბრალოდ ჩემთვის საინტერესოა, საკუთარი ქვეყნის მოსამართლეებზე თუ მოახდენდა ამგვარ ზეწოლას და მათთვის პირდაპირი მითითებების მიცემას, კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის შედეგთან დაკავშირებით? და რაც მთავარია, რა რეაქციები მოჰყვებოდა მის ასეთ ქმედებას მისსავე სამშობლოში? აღნიშნულთან დაკავშირებით განვმარტავ შემდეგს:

რა თქმა უნდა, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია, მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, მათ შორის, გამამართლებელი განაჩენიც და ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც არანაირი პირადი და მით უფრო, პოლიტიკური ინტერესი არ გამაჩნია ბრალდებულების მიმართ. თუმცა, ჩემი შეფასებით, ევროპარლამენტარ გალერის განცხადება არის პირდაპირი ზეწოლა ჩემს კოლეგებზე, რომლებმაც უნდა განიხილონ საქმე ზემდგომ ინსტანციაში და რომლებზეც უკვე ღია ზეწოლა იწყება და, რომელიც აუცილებლად გაძლიერდება (ამის პირადი გამოცდილება სამწუხაროდ გამაჩნია).

მას შემდეგ, რაც ნ. გვარამიას საქმეზე გამოვაცხადე განაჩენი, მე მქონდა შეხვედრა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში აშშ-ის საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელთან (აშშ-ის იუსტიციის დეპარატამენტის ხაზით კევინ ბურკთან), რომელმაც საუბრისას გამომკითხა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მითხრა, რომ ელჩს აინტერესებს ამ საქმეზე რატომ მივიღე გამამტყუნებელი განაჩენი და განსაკუთრებით რატომ გამოვიყენე სასჯელად თავისუფლების აღკვეთა. ჩემი შეფასებით, ეს იყო ანგარიშის მოთხოვნა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. ამას კი მოაყოლა, რომ სულ რამდენიმე დღეში დაგეგმილ ვიზიტში (სადაც ექვსი სისხლის პროფილის მოსამართლე) მივდიოდით აშშ-ში და სადაც ყველაფერი უკვე გაწერილი იყო, სამწუხაროდ, ჩემი მონაწილეობა არასასურველი იქნებოდა და სიიდან ამოღებული ვიყავი.

ეს ვითარება ჩემთვის გამაოგნებელი აღმოჩნდა. თუმცა, ყველაფერი ამით არ დასრულებულა და ახლა უკვე ზოგიერთი პოლიტიკური ძალა „სანქციებითაც“ მემუქრება ამ კონკრეტული საქმის განხილვის შედეგის გამო და არ მინდა, რომ იგივე გაიარონ ჩემმა კოლეგა მოსამართლეებმა, რომლებსაც, როგორც უკვე აშკარად ჩანს, ამ საქმის განხილვა მოუწევთ დაუფარავი და დიდი ზეწოლის ქვეშ.

და ბოლოს, მინდა, მოვუწოდო პოლიტიკურ პარტიებს, დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს, თავი შეიკავონ სასამართლოზე ზეწოლისგან და მოსამართლეებს მიეცეთ საშუალება, მართლმსაჯულება განახორციელონ მშვიდ გარემოში და გადაწყვეტილებები მიიღონ საქართველოს კონსტიტუციის, კანონისა და შინაგანი რწმენის საფუძველზე“, – ნათქვამია ლაშა ჩხიკვაძის განცხადებაში, რომელსაც „რუსთავი 2“ ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა