მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

ფრიდონ ინჯია - საქართველოში უკვე არსებული ყველა კანონი თუ შესრულდება, დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება არ წარმოადგენს აუცილებლობას

ნახვები: 356 ფრიდონ ინჯია - საქართველოში უკვე არსებული ყველა კანონი თუ შესრულდება, დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება არ წარმოადგენს აუცილებლობას

უკრაინის გარდა, მსოფლიოში დეოლიგარქიზაციის კანონის მიღების სხვა პრეცედენტი არ არსებობს და არც პრაქტიკა და გამოცდილებაა, – აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი ფრიდონ ინჯია.

დეპუტატი აცხადებს, რომ უკრაინის კანონი ძალაში მაისში შევიდა, თუმცა რაიმე შედეგი ჯერ არ ჰქონია.

„ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ ეს საკითხი ჩვენც განვიხილოთ. უკრაინის კანონის გასაჩივრება არ შეუძლია იმ პირს, ვისაც ოლიგარქის სტატუსის მიანიჭეს. ეს შესაძლებელია მხოლოდ უსაფრთხოების საბჭოში და არა სასამართლოში. ჩვენი პოზიციაა, რომ ამ კანონის მიღება არ წარმოადგენს არავითარ აუცილებლობას საქართველოში, თუ ყველა კანონი შესრულდება, რომელიც არსებობს დღეს საქართველოში. ეს არის სხვადასხვა კანონი – მედიის კანონი, ანტიმონოპოლიური კანონი და სხვა კანონები. თუ ეს კანონები და სახელმწიფო ინსტიტუტები, როგორიც არის პროკურატურა და სასამართლოში, ასრულებენ პირნათლად თავიანთ მოვალეობას, არავითარი საჭიროება არ არსებობს ოლიგარქიული კანონის მიღების“, – აცხადებს ფრიდონ ინჯია.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა