ბელგიის პრემიერ-მინისტრი - ევროკავშირის დეპუტატებს რუსული პროპაგანდის გავრცელებისთვის თანხა გადაუხადეს
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი რაფაჰში შესასვლელად ემზადება
Zelensky: We are doing everything to provide our warriors with more weapons
General Staff: Defense forces repel 29 enemy attacks in four sectors
Syrskyi, Brown discuss Ukrainian army needs for coming months
Zelensky meets with delegation of European Parliament's Renew Europe political group
Zelensky speaks with U.S. House Speaker Johnson, discusses need for continued aid
Shmyhal, Duda discuss military aid to Ukraine Shmyhal, Duda discuss military aid to Ukraine

მიშა და ჰესები - ისევ ღალატობს თავის თავს

06.01.2021 | 14:36 ნახვები: 1083

დიახ, მიშა ისევ ღალატობს თავის თავს...
იმ მიშას, რომელმაც 2004 წელს საუკუნეების მანძილზე ერთ ადგილზე გაჭედილი ქართული ლოდი ადგილიდან დაძრა. იმ მიშას, რომელიც ტრადიციონალისტურ, მამა-პაპურ-საბჭოურ საზოგადოებას არ შეუშინდა და თავისი ნების ძალით განახორციელა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელთა გარეშე საქართველო დღეს აფრიკის დონეზე იქნებოდა.
მიშა ღალატობს მსოფლიოში განთქმულ რეფორმატორს, რომელსაც ბოლოს, მაშინ, როდესაც რეალური თუ შეთითხნილი ცოდვების გამო მისმა პარტიამ გავლენა დაკარგა, ძალაუფლების თავისი ნებით დაკარგვის არ შეეშინდა.
ახალ მიშა სააკაშვილს იმ, ისტორიულ ფიგურასთან არაფერი აკავშირებს - სახელის და გვარის გარდა. მეტიც, დღევანდელი სააკაშვილი იმ სააკაშვილის სრული ანტიპოდია.
დღეს ჩვენ სამწუხარო მოვლენას ვხედავთ - იმას, თუ როგორც ხდება ერთ დროს მოწინავე პოლიტიკოსის მარგინალიზება, თანაც ნებაყოფლობით, თავისით, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე.
ის, თამამი და გამბედავი სააკაშვილი, რომელსაც ბნელი მასის რისხვის არ ეშინოდა, დასრულდა მაშინ, როდესაც მან თავის სამკერდე ჯვრის დემონსტრირება ტელევიზიით დაიწყო. როდესაც „ქართული ოცნება" „ანტიქართველობაში" და „ანტიმართლმადიდებლობაში" დაადანაშაულა.
მაშინ, როდესაც ზიზღით მოიხსენია „ირანელი ტურისტები" და ასევე ზიზღით განაცხადა, რომ „ბათუმში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობა ვიღაც ჩინელებს გადასცეს".
სწორედ მაშინ დაიბადა ახალი მიშა სააკაშვილი, რომელიც არანაირი პატივისცემის ღირსი არაა - სააკაშვილი, რომელიც ბნელ გრუზინულ მასას არათუ არ ებრძვის, არამედ მის მხარდაჭერას ეძებს. სააკაშვილი, რომელიც „ქართული მარშის" და ლევან ვასაძის მოედანზე თამაშობს.
არის ამაში ბედის ერთგვარი ირონია - ადამიანი, რომელმაც ფუნდამენტალური რეფორმები სწორედ ტრადიციულ საბჭოთა-გრუზინულ მენტალიტეტთან დაუნდობელი ომის გამოცხადებით განახორციელა - დღეს ამ მენტალობის ადამიანებში მხარდაჭერას ეძებს.
ამაზე დიდი დაცემის წარმოდგენა - შეუძლებელია.
სამწუხარო მეტამორფოზის ერთ-ერთი მაჩვენებელი სააკაშვილის სრულიად ამაზრზენი პოპულიზმია ჰესების მშენებლობის საკითხებში.
საქართველოში მსხვილი ჰესების მშენებლობის თავად კონცეფცია სწორედ სააკაშვილის დროს გაჩნდა და ეს სწორი მიმართულება იყო. მეტიც, „ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოსვლისთვის „რიონის მცველების" მზგავს რიტორიკას იყენებდა - „ჰესები არ გვინდა", „ქუთაისი წაილეკება", და „თურქებს მიწები აჩუქეს"..
მოგვიანებით ქოცებიც კი, რომლებისთვისაც ნაცების რაიმე წამოწყების უარყოფაზე დიდი სიამოვნება არ არსებობს, მიხვდნენ, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის არსებული ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის გამოყენება.
დღევანდელი ოპოზიციის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ უმრავლესობამ ამ საკითხში სწორი პოზიცია დაიკავა - მათაც კი, ვინც „ქართულ ოცნებას" წლების მანძილზე ეომება, ჰესების მშენებლობას მხარი დაუჭირეს.
ანტისახელისუფლებო ტელეკომპანიები „მთავარი არხი" და „ტვ-პირველი" ანტიჰესისტების უბადრუკ პოპულიზმს არ აყვნენ და მათი პოზიციაც ცალსახაა - ბიძინა არ გვინდა, „ქართული ოცნება" უნდა წავიდეს, მაგრამ ჰესები უნდა აშენდეს".
ჰესების აშენების მომხრეთა შორის ნაცმოძრაობის უამრავი გულშემატკივარი და ამომრჩეველიც არის - არც მათ ერიდებათ იმის აღიარება, რომ ზოგჯერ ცუდზე-ცუდი ხელისუფლებაც კი შეიძლება მართალი იყოს.
თუმცა, ის, რაც პარტიის რიგითმა მომხრეებმა გაიგეს - ვერ გაიგო მისმა დამაარსებელმა და მთავარმა სახემ.
ნამახვანის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟის ფონზე მიშა და მისი უერთგულესი ფან-კლუბი რთული ამოცანის წინაშე დადგნენ - როგორ უნდა გააკრიტიკო შენს მიერ დაწყებული პროექტის რეალიზების გამო დღევანდელი ხელისუფლება ისე, რომ საკუთარ თავს არ შეეხო?
ადვილი საქმე არაა, თუმცა არა ფან-კლუბისთვის. სააკაშვილმა მოიფიქრა განმარტება, რომელსაც მხოლოდ ყველაზე უიმედო ფანატები დაიჯერებენ - თურმე, მის დროს რომ დაიწყო ჰესების მშენებლობა - მაშინ სუსტი ეკონომიკა იყო და ამიტომ ჰესები აუცილებელი იყო. თუმცა, მერე იმდენად მძლავრი ეკონომიკა აშენდა, რომ აწი დამატებითი ენერგია სულ არაა საჭირო.
ამ ახსნამ რამდენიმე კვირა გაძლო, თუმცა, მისი აბსურდულობა იმდენად ცალსახა იყო, რომ სააკაშვილმა ჩვენების დაზუსტება გადაწყვიტა - თურმე 10 წლის წინ ქარის და მზის ტექნოლოგია ძალიან სუსტი იყი, დღეს კი იმდენად ძლიერია, რომ ჰესების აშენება არაა საჭირო.
ეს არგუმენტაცია წინას ცოტათი ჯობია - ალბათ 1-2%-ით. მაგრამ, როგორც ეს ეკადრება ახალგამოცხობილ მართლმადიდებელ-პოპულისტ პოლიტიკოს, ეს რეალობისგან სრულიად მოწყვეტილია.
რა თქმა უნდა, 10 წლის წინ ალტერნატიული ენერგეტიკის ტექნოლოგიები დღევანდელზე სუსტი იყო. თუმცა, დღესაც, მზის და ქარის ენერგია, ყველაზე განვითარებულ ქვეყნებში კი სიძვირის გამო დოტაციურია - გერმანია ყოველწლიურად ალტერნატიული ენერგეტიკის სუბსიდირებაზე ასობით მილიონ ევროს ხარჯავს, ხოლო ენერგოსისტემის საყრდენი ჯერაც, ჯიუტად, ატომი და ნახშირია.
დავიჯერო მიშამ, რომელიც ევროპაში ხშირად სტუმრობს, ეს მარტივი ჭეშმარიტება არ იცის? დარწმუნებული ვარ, იცის, ოღონდ დღეს ეს ცოდნა მას არ აწყობს.
თუმცა, მთავარი პრობლემა მიშას პოპულიზმი არაა - მიშას მთავარი პრობლემა ისა, რომ მას ამ პოპულიზმის უსარგებლობა არ ესმის.
მიშა სააკაშვილი არ არის საქართველოსთვის ახალი პოლიტიკოსი. ქართული საზოგადოება მას საკმაოდ კარგად იცნობს და „მამა-პაპური" მარშისტებისთვის და ვასაძისტებისთვის, მიშა უბოროტესი მტერია, სოროსის და გარყვნილი ამერიკელი გეების აგენტი.
იმისთვის, რომ დაიჯერო, თითქოს ეს აუდიტორია მიშას ეთნონაციონალიზმს და მართლმადიდებლობას სერიოზულად მიიღებს და მას ხმას მიცემს - რეალობისგან სრულიად მოწყვეტილი უნდა იყო.
„ჭეშმარიტი ქართველები" სულ რომ შუაზე გასკდნენ, სააკაშვილს ხმას არასდროს არ მისცემენ. აი საკუთარი ამომრჩევლის - პროგრესულად განწყობილი საშუალი კლასის ნაწილს კი - ახალი სააკაშვილი აუცილებლად დაკარგავს.
მიშა ამას გაიგებდა - ცივი გონებით რომ ეფიქრა. მაგრამ მისი გონება დღეს ბიძინას მიმართ უსაზღვრო ზიზღით და ძალაუფლების დაბრუნების წყურვილითაა დაბნელებული.
მას სურს წარმატების მიღწევა - ან საქართველოში, ან უკრაინაში, იმისთვის, რომ მერე საკუთარ ქვეყანას უთხრას - „ახლა მაინც თუ მიხვდით, რა შეცდომა დაუშვით 2012-ში?".
თუმცა, რეალური და შთამბეჭდავი გამარჯვება არც საქართველოში და არც უკრაინაში არ გამოსდის, რაც გაბრაზებას კიდევ უფრო აღრმავებს.
სააკაშვილმა საღად აზროვნების უნარი დაკარგა და ის შეცდომას შეცდომაზე უშვებს.
დღეს მიშა წააგავს მოკრივეს, რომელმაც საკუთარ თავზე კონტროლი და წონასწორობა დაკარგა.
ემოციებს აყოლილი მოკრივე კი ყოველთვის წააგებს.

ავტორი: თენგიზ აბლოთია

ყველას ნახვა
ყველას ნახვა