თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

კელი დეგნანი - მე არაფერს აღვიქვამ პერსონალურად, წარმოვადგენ აშშ-ის პრეზიდენტსა და ხალხს, ბუნებრივია, პარტნიორობის დროს არის უთანხმოებები, თუმცა საუკეთესო გზაა პირადად განხილვა

ნახვები: 599 კელი დეგნანი - მე არაფერს აღვიქვამ პერსონალურად, წარმოვადგენ აშშ-ის პრეზიდენტსა და ხალხს, ბუნებრივია, პარტნიორობის დროს არის უთანხმოებები, თუმცა საუკეთესო გზაა პირადად განხილვა

ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ პატივისცემა, ერთმანეთს უნდა მოვეპყრათ როგორც პარტნიორები, რომლებიც ვართ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განუცხადა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერ ნედ პრაისის განცხადების შესახებ დასმულ კითხვაზე, კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ ნედ პრაისმა სიმართლე თქვა და ის, როგორც დიპლომატი, საქართველოში აშშ-ის პრეზიდენტსა და ხალხს წარმოადგენს.

„მან თქვა, რომ ეს არ არის ის, თუ როგორ ურთიერთობენ პარტნიორები ერთმანეთთან. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვარ დიპლომატი, მე წარმოვადგენ აშშ-ის მოსახლეობას. იქიდან, რაც აქ ხდება, მე, როგორც ელჩი, არაფერს აღვიქვამ პერსონალურად. მე წარმოვადგენ ამერიკელ ხალხს და აშშ-ის პრეზიდენტს. ის, რაც ბატონმა პრაისმა თქვა, სიმართლეა. ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ პატივისცემა, ერთმანეთს უნდა მოვეპყრათ როგორც პარტნიორები, რომლებიც ვართ. ვფიქრობ, ეს არის, რაც უნდა იყოს პრიორიტეტული“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

მისივე თქმით, ჭორები და სპეკულაციები არ უწყობს ხელს დიალოგს.

„როდესაც არის ჭორები, სპეკულაციები და კომენტარები, რომლებიც არ ეფუძნება ფაქტებს, ეს შეიძლება, იყოს ძალიან დამაბნეველი ქართველი ხალხისთვის და არ ვფიქრობ, რომ ეს დიალოგს უწყობს ხელს. ბევრად სათანადო მიდგომაა განსხვავებული მოსაზრებების პირადად განხილვა. როგორც აქამდე ვთქვი, ბუნებრივია, როდესაც პარტნიორობის, მეგობრობის დროს არის უთანხმოებები, ეს ყველამ იცის. თუმცა, ამის განხილვის საუკეთესო გზაა პირადად განხილვა და შემდეგ, თუ აუცილებელია, საჯაროდ. ჩვენ გამოგვიქვეყნებია საჯარო განცხადებები, გვქონდა შეშფოთებები მთავრობის ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც არ შეესაბამება საუკეთესო პრაქტიკას და არ ეხმარება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისკენ სვლაში. ასე რომ, ვიტყოდი, რომ ფუნდამენტურად, როგორც დიპლომატი, ყოველთვის უპირატესობას მივანიჭებ პირად, გულწრფელ ჩართულობას, თუმცა ყოველთვის პატივისცემით. ვფიქრობ, ამას ყველა იმსახურებს“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა