მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

ქარტია კობახიძეზე: ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესია

ნახვები: 627 ქარტია კობახიძეზე: ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს მთავარი არხის ჟურნალისტის მიმართ ირაკლი კობახიძის აგრესიას და აღნიშნავს, რომ მმართველი პარტიის ხელმძღვანელების მხრიდან სრულიად მიუღებელია ჟურნალისტისადმი ამგვარი დამოკიდებულება და დისკრიმინაციული ლექსიკის გამოყენება.

"ქარტია კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ქვეყანაში მედიის წარმომადგენლებისთვის უსაფრთხო გარემოს არარსებობას მნიშვნელოვანწილად მსგავსი რიტორიკა განაპირობებს.

მნიშვნელოვანია, ხელისუფლების წარმომადგენელს ესმოდეს მედიის როლი დემოკრატიულ სახელმწიფოში და იზრუნოს მათ შორის კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე და სათანადოდ მოექცეს მათ.

ქარტია მიიჩნევს, რომ დაუშვებელია მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესია და მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ძალადობის წახალისება, სექსისტური და დისკრიმინაციული ენის გამოყენება"- ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.

ცნობისთვის,

მმართველი გუნდი ჟურნალისტებზე თავდასხმას აგრძელებს. ამჯერად, პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მთავარი არხის შეკითხვამ გააღიზიანა.

ჟურნალისტმა მას სთხოვა, შეეფასებინა დავით არახამიას გუშინდელი განცხადება იმაზე, რომ "კობახიძის მამა "კაგებეშნიკია", რაზეც კობახიძემ ჯერ არახამიას უწოდა არაკაცი, შემდეგ კი ჟურნალისტს - "გულისამრევი" და "სამარცხვინო".

"არახამია არის არაკაცი. კაგებეშნიკი არის მამათქვენი, ეს შემიძლია გითხრათ... სირცხვილია, სახე დაკარგე, ნუ კანკალებ... არ გრცხვენია? შენ ხარ დავით არახამია. როგორც არახამია არ არის კაცი, ისე შენც არ ხარ ქალი... გადი აქედან.. სახე დაკარგე, თავი დაკარგე, პოლიტიკა გიღირს ამად? სამარცხვინო ხარ. სამარცხვინო ხარ, ტფუ"- თქვა კობახიძემ.

ჟურნალისტმა მას აუხსნა, რომ ლეგიტიმური კითხვები ჰქონდა და შეურაცხყოფის გარეშე გაეცა პასუხი, რაზეც კობახიძემ ასე უპასუხა:

"ქალი აღარ ხარ რა, ქალის სახე დაკარგე... პირი მოწმინდე, რომ ლაპარაკობ, სირცხვილია. ქალის სახე დაკარგე და პირი მოიწმინდე. სააკაშვილივით გაქვს პირი მართლა რა, დაემსგავსე ყველაფრით შენს ბელადს, სააკაშვილს გავხარ პირითაც", - თქვა კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა