ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა და დაუბრუნდით დემოკრატიის გზას
ივანე ჩხაიძე: გრიპის საწინააღმდეგო აცრისთვის საუკეთესო პერიოდი ოქტომბრის მეორე ნახევრიდან ნოემბრის შუა რიცხვებამდეა – ვის უნდა გადაუვადდეს ვაქცინაცია
დონალდ ტრამპი: რუსეთ-უკრაინისა და ირანთან ომების დასრულებასთან ახლოს ვართ – ორივე ომი ასე თუ ისე დასრულდება
პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც

ოპოზიციის მხრიდან პარალელური პროცესის დაწყება არის თვალის ახვევა, თითქოს ისინი მართლები არიან და ხელისუფლება მტყუანი-ირაკლი ქადაგიშვილი

ნახვები: 684 ოპოზიციის მხრიდან პარალელური პროცესის დაწყება არის თვალის ახვევა, თითქოს ისინი მართლები არიან და ხელისუფლება მტყუანი-ირაკლი ქადაგიშვილი

ოპოზიციის მხრიდან პარალელური პროცესის დაწყება არის თვალის ახვევა, პროცესის ტორბედირება და რა თქმა უნდა, ახლა ფუთავენ სხვადასხვანაირად, ისე გამოჩნდეს, თითქოს, ისინი მართლები არიან და ხელისუფლება – მტყუანი, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა.

როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, გადაწყვეტილებების მიღება პარლამენტში ხდება.

„იქ ვერ მივალთ, სადაც პარლამენტის მუშაობის ბოიკოტის რეჟიმია ჩართული. პარლამენტმა ის საკანონმდებლო ცვლილებები უნდა მიიღოს, რაც 12 რეკომენდაციის შესრულებას ეხება. რადიკალური ოპოზიციის ფრთა პარლამენტში სამუშაოდ არ მოდიან და ჩვენ სად მივიდეთ, სადაც გადაწყვეტილებები არ მიიღება? – გადაწყვეტილებები მიიღება პარლამენტში, უმრავლესობასთან ერთად. ოპოზიციის მხრიდან პარალელური პროცესის დაწყება არის თვალის ახვევა, პროცესის ტორბედირება და რა თქმა უნდა, ახლა ფუთავენ სხვადასხვანაირად, რომ ისე გამიჩნდეს, თითქოს, ისინი მართლები არიან და ხელისუფლება – მტყუანი. გადაწყვეტილებების მიღება პარლამენტში ხდება და როცა პარლამენტში არ მოდიან, არ სხდებიან სამუშაო ჯგუფებში და გვეუბნებიან, სადღაც სასტუმროში შევიკრიბოთ და იმ სასტუმროში რა ვქნათ, როცა პარლამენტში არ უნდათ შემოსვლა და მუშაობა? – ჩვენ ამ პროვოკაციულ პოლიტიკას არასოდეს არ გავყვებით“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა