ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების აკრძალვის შესახებ განაჩენი წინასწარ გამოიტანა – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი შეურაცხყოფაა
მიხაილო ფედოროვი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში ბრუნდება
სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military

ყაზახეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აუცილებლად იქნება ახალი იმპულსი ამ ურთიერთობებში-ილია დარჩიაშვილი

ნახვები: 461 ყაზახეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აუცილებლად იქნება ახალი იმპულსი ამ ურთიერთობებში-ილია დარჩიაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ყაზახეთის რესპუბლიკაში. მას შეხვედრები ჰქონდა პრეზიდენტთან და კოლეგასთან, პრემიერ-მინისტრთან, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ყაზახეთის რესპუბლიკაში განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად იმყოფება.

მინისტრის თქმით, მთავრობის მეთაურის ვიზიტი აუცილებლად იქნება ახალი იმპულსი საქართველო-ყაზახეთის ურთიერთობებში.

„ყაზახეთთან ჩვენ ტრადიციულად გვაკავშირებს კარგი ორმხრივი მეგობრული ურთიერთობები, ჩვენ ამ ვიზიტის ფარგლებში გვქონდა შესაძლებლობა განგვეხილა კოლეგებთან, თუ როგორ გავაძლიეროთ ჩვენი უკვე არსებული კარგი და ძალიან ძლიერი ორმხრივი ურთიერთობები ერთი მხრივ, ხოლო მეორე მხრივ ჩვენ გვქონდა ძალიან აქტიური საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოხდეს არსებული ეკონომიკური პოტენციალის კიდევ უფრო მეტად გამოყენება, როგორც ჩვენი რეგიონის ჭრილიდან დანახული, ისე ამ რეგიონის. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აუცილებლად იქნება ახალი იმპულსი ამ ურთიერთობებში, იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენ ეს თანამშრომლობა და პარტნიორობა, რათა ამ თანამშრომლობით შეიქმნას ის შესაძლებლობები, რომელიც გააძლიერებს ჩვენს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ თანამშრომლობას და ზოგადად რეგიონულ თანამშრომლობას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ვაჭრობისა და ზოგადად ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით,“ – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

ილია დარჩიაშვილის კომენტარს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა