დონალდ ტრამპი: რუსეთ-უკრაინისა და ირანთან ომების დასრულებასთან ახლოს ვართ – ორივე ომი ასე თუ ისე დასრულდება
პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia

ირაკლი კობახიძე - „ნაცმოძრაობის“ ფორმალურმა თავმჯდომარემ რეალურად გათქვა ტაქტიკა, რომელიც აქვთ სააკაშვილის ადვოკატებს

ნახვები: 621 ირაკლი კობახიძე - „ნაცმოძრაობის“ ფორმალურმა თავმჯდომარემ რეალურად გათქვა ტაქტიკა, რომელიც აქვთ სააკაშვილის ადვოკატებს

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაცმოძრაობის“ ფორმალურმა თავმჯდომარემ ნიკანორ მელიამ რეალურად გათქვა ტაქტიკა, რომელიც აქვთ სააკაშვილის ადვოკატებს.

კობახიძის თქმით, ადვოკატების მხრიდან ტაქტიკური მანევრი გასაგებია, თუმცა საინტერესო ისაა, რატომ გათქვა საიდუმლოება ნიკანორ მელიამ.

„ისინი (ადვოკატები) საუბრობენ იმაზე, რომ სააკაშვილს აღარ სურს ქართული პოლიტიკა, აღარც საუბრობს ამაზე. არის მარტივი ტაქტიკური მანევრი, რაც გასაგებია ადვოკატების მხრიდან. საინტერესო ისაა, რატომ გათქვა ეს საიდუმლოება ფორმალურმა თავმჯდომარემ ნიკანორ მელიამ. ეს მეტყველებს იმაზე, რომ პარტიის შიგნით არის ძალიან სერიოზული განხეთქილება და რეალურად პოლარიზაციაა „ნაცმოძრაობის შიგნით“, ფორმალურმა თავმჯდომარემ თვითონ გათქვა ეს საიდუმლო, შესაბამისად, ბუნებრივია, დასკვნები მარტივია“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება კითხვას, რამდენად მიეცემა მიხეილ სააკაშვილს საშუალება, უცხოეთის კლინიკაში გააგრძელოს მკურნალობა, კობახიძე ამბობს, რომ საზოგადოება ამ ყველაფერზე საუბრით დაიღალა.

„საქართველოში არის 9 500 პატიმარი, 9 500 პატიმარი იხდის სასჯელს და ანალოგიური მიდგომა უნდა იყოს ნებისმიერი პატიმრის მიმართ. საზოგადოება დაღალეს უკვე ამ უაზრო საუბრით ამ ყველაფერთან დაკავშირებით“, – დასძინა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურმა რესურსმა თავი ამოწურა და დღის წესრიგის ამოცანებიც ამის მიხედვით შეიცვალა, „მისი მთავარი ამოცანაა, მიხედოს ჯანმრთელობას, გადაურჩეს მოსალოდნელ საფრთხეს, სიკვდილს“. მისივე თქმით, არანაირი პოლიტიკა მიხეილ სააკაშვილისთვის საინტერესო არ არის, არც საუბრობს ამ თემაზე. ადვოკატების განცხადებებს, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკისგან და „ნაციონალურ მოძრაობისგან“ ჩამოშორებას აპირებს, ნიკა მელიამ დაცვის მხარის სტრატეგია უწოდსა.

„სააკაშვილის დაცვის მხარეს აქვს თავისი სტრატეგია, მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ განუყოფელი ნაწილია“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა