მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

ევროპული სასაზღვრო სააგენტო „ფრონტექსი“ მოვალეობებს საკმარისად ეფექტურად ვერ ასრულებს

ნახვები: 359 ევროპული სასაზღვრო სააგენტო „ფრონტექსი“ მოვალეობებს საკმარისად ეფექტურად ვერ ასრულებს

ევროპის აუდიტორთა სასამართლოს ანგარიშის მიხედვით, ევროპული სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტო „ფრონტექსი" მოვალეობებს საკმარისად ეფექტურად ვერ ასრულებს.

მოხსენებაში აღნიშნულია, რომ „ფრონტექსი" ევროკავშირს უკანონო მიგრაციისა და საზღვრისპირა დანაშაულის აღსაკვეთად საკმარისად არ ეხმარება.

„ევრონიუსის" ინფორმაციით, სააგენტოს დაეკისრება დამატებითი დავალებები. მაგალითად, მიგრანტების დეპორტაციაში უფრო მეტი როლის შესრულება, ასევე მომდევნო წლებში გათვალისწინებულია მისი ბიუჯეტის გაზრდა 440 მილიონი ევროთი.

2019 წელს ევროპულ სააგენტოს ახალი მანდატი მიენიჭა, რომელიც 2027 წლისთვის კორპუსის 10 000 ოფიცრამდე გაზრდას ითვალისწინებს, წლიური ბიუჯეტი კი, 900 მილიონი ევრო იქნება.

ევროკავშირის აუდიტორთა სასამართლოს მოხსენების მიხედვით, „ფრონტექსის" საქმიანობაში შემაშფოთებელი ხარვეზები იყო. აუდიტორებმა აღმოაჩინეს ხარვეზები და შეუსაბამობები „ფრონტექსსა" და ევროკავშირის ქვეყნებს შორის ინფორმაციის გაცვლის პროცესში, რაც ხელს უშლის მათ შესაძლებლობას, დააკვირდნენ გარე საზღვრებს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა