თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ვახტანგ მეგრელიშვილი - პარლამენტში კარგ და ხარისხიან კანონებს არ ვიღებთ ხოლმე, მაგრამ ასეთი იდიოტობა ჩვენც კი არ გვაქვს მიღებული, როგორიც უკრაინული კანონია

ნახვები: 460 ვახტანგ მეგრელიშვილი - პარლამენტში კარგ და ხარისხიან კანონებს არ ვიღებთ ხოლმე, მაგრამ ასეთი იდიოტობა ჩვენც კი არ გვაქვს მიღებული, როგორიც უკრაინული კანონია

საქართველოს პარლამენტში კარგ და ხარისხიან კანონებს არ ვიღებთ ხოლმე, მაგრამ ასეთი იდიოტობა ჩვენც კი არ გვაქვს მიღებული, როგორიც უკრაინული კანონია. რაც ამ კანონში წერია, არაფერ კავშირშია საქართველოსთან და საქართველოს პრობლემატიკასთან, – ამის შესახებ განაცხადა „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული კანონის მიღება არის რეალური პრობლემისთვის თავის არიდების მცდელობა.

„საქართველოს შემთხვევაში პრობლემა სულ სხვაა და მას შეძლებული ადამიანების პოლიტიკაში მოსვლის შეზღუდვასთან კავშირი არ აქვს. ეს შეიძლება უკრაინის პოლიტიკასთან იყოს კავშირი, მაგრამ ჩვენთან კავშირში არ არის. საქართველოს პრობლემა არის არა ოლიგარქიზაცია, არამედ სისტემის ერთპიროვნული მმართველობა და ერთპიროვნული მმართველის ყოლა. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ინსტიტუციურობასთან დაკავშირებული პრობლემა. ამ ქვეყნის ხელისუფლებაში ხვალ მე რომ მოვიდე, რამდენიმე წელში ჩემს ხელში მოექცევა სრული ძალაუფლება. ჩვენი პრობლემაა ერთპიროვნული მმართველობა“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფმა, რომელიც „დეოლიგარქიზაციის“ საკითხზე კანონპროექტის შემუშავების მიზნით დღეს შეიქმნა, პირველი სხდომა გამართა. სხდომაზე, როგორც საბაზისო დოკუმენტი, განხილული იყო დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინაში მიღებული კანონი

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა