ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების აკრძალვის შესახებ განაჩენი წინასწარ გამოიტანა – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი შეურაცხყოფაა
მიხაილო ფედოროვი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში ბრუნდება
სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military

ბადრი ჯაფარიძე - თავდადება, რომელიც ქართველმა მებრძოლებმა აჩვენეს და დათმეს ყველაზე ძვირფასი, სიცოცხლე, აუცილებლად მოიტანს შედეგს

ნახვები: 722 ბადრი ჯაფარიძე - თავდადება, რომელიც ქართველმა მებრძოლებმა აჩვენეს და დათმეს ყველაზე ძვირფასი, სიცოცხლე, აუცილებლად მოიტანს შედეგს

თავდადება, რომელიც ქართველმა მებრძოლებმა აჩვენეს და დათმეს ყველაზე ძვირფასი, სიცოცხლე, აუცილებლად მოიტანს შედეგს, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

როგორც ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, 14 წელი შესრულდა რუსეთის აგრესიის შემდგომ და ყველას ახსოვს ეს დღეები.

„გვახსოვს ის თავდადება, ის გმირობა, რომელიც ქართველმა მებრძოლებმა გამოიჩინეს, რა თქმა უნდა, უთანასწორო ბრძოლა მიმდინარეობდა იმ პერიოდში, მაგრამ თავგანწირვამ, რომელიც ქართველებმა აჩვენეს მთელ მსოფლიოს, მოგვცა საშუალება, რომ მტერი შეჩერებულიყო და დღეს მართალია, ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია, მაგრამ ქვეყანა აგრძელებს ბრძოლას დეოკუპაციისათვის. ქვეყანა აგრძელებს ბრძოლას, რათა გავხდეთ ცივილიზებული სამყაროს წევრი და მთელი ცივილიზებული სამყარო არის ჩვენთან ერთად ამ ბრძოლაში. დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჩვენი ერთგული მეგობრები ქართველი ხალხის გვერდით დგანან. კარგად ახსოვთ ის აგრესია, რომელიც რუსეთმა განახორციელა 2008 წლის აგვისტოში და დღეს ჩვენ ვნახეთ სწორედ ეს განცხადებები აშშ-ს, ევროკავშირისა და უკრაინის მხრიდან სწორედ ეს არის მეგობრობა, პარტნიორობა, სტრატეგიული თანამშრომლობა, რომელიც ქვეყანას აუცილებლად მისცემს საშუალებას, რომ მოხდეს დეოკუპაცია. ეს თავდადება, რომელიც ქართველმა მებრძოლებმა აჩვენეს და დათმეს ყველაზე ძვირფასი, სიცოცხლე, აუცილებლად მოიტანს შედეგს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, რუსეთის აგრესია არის განგრძობადი, რუსეთის აგრესია აგვისტოშიც დაიწყო იმ მიზნით, რომ საქართველოში შეცვლილიყო ხელისუფლება და გამხდარიყო რუსეთის ორბიტის განუყრელი ნაწილი.

„მათ ამ მიზანს ვერ მიაღწიეს და 7 აგვისტო არის თარიღი, როდესაც რუსეთის მხრიდან გადმოლახეს საზღვარი შეიარაღებულმა ძალებმა. ვფიქრობ, 7-სა და 8-ზე კამათი არსი მტრის ინტერესში“, – განახცადა ჯაფარიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა