ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა და დაუბრუნდით დემოკრატიის გზას
ივანე ჩხაიძე: გრიპის საწინააღმდეგო აცრისთვის საუკეთესო პერიოდი ოქტომბრის მეორე ნახევრიდან ნოემბრის შუა რიცხვებამდეა – ვის უნდა გადაუვადდეს ვაქცინაცია
დონალდ ტრამპი: რუსეთ-უკრაინისა და ირანთან ომების დასრულებასთან ახლოს ვართ – ორივე ომი ასე თუ ისე დასრულდება
პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც

ზურაბიშვილი რასაც ბოლო პერიოდში აკეთებს, ბევრი რამ არ ჯდება ლოგიკაში, კალანდარიშვილის მიმართ ჩატარებულ არც ერთ არჩევნებზე კითხვა არ არსებობდა-სოზარ სუბარი

ნახვები: 573 ზურაბიშვილი რასაც ბოლო პერიოდში აკეთებს, ბევრი რამ არ ჯდება ლოგიკაში, კალანდარიშვილის მიმართ ჩატარებულ არც ერთ არჩევნებზე კითხვა არ არსებობდა-სოზარ სუბარი

სალომე ზურაბიშვილის ლოგიკა ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია. გიორგი კალანდარიშვილი არის ადამიანი, რომლის მიმართ ჩატარებულ არც ერთ არჩევნებზე კითხვა არ არსებობდა, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

სუბარის თქმით, მისთვის გაუგებარია, რა ლოგიკას მიჰყვება სალომე ზურაბიშვილი ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებთან დაკავშირებით.

„რა ლოგიკას მიჰყვება სალომე ზურაბიშვილი, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია. თუმცა, გასაგებია, რომ ის იმეორებს იმ ნარატივს, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ და რადიკალური ოპოზიცია ამკვიდრებს. მათი მიზანია, ამ ქვეყანაში რამენაირად სიმშვიდე არ დამყარდეს და იყოს მუდმივი არეულობა. ზურაბიშვილი რასაც ბოლო პერიოდში აკეთებს, ბევრი რამ არ ჯდება იმ ლოგიკაში, რასაც ჰქვია ქვეყნის სტაბილური განვითარება და ეს ნაბიჯიც ამ ლოგიკის გაგრძელებაა“, – განაცხადა სუბარმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა