საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია
Zelensky to attend G20 summit in Florida for talks with Trump and Putin if invited
Russia to step up ballistic missile attacks as U.S. cuts Patriot missile supplies to Ukraine – Zelensky
Trump asked Musk to lift Starlink restrictions in Ukraine – WSJ
Merz: Lasting peace in Ukraine impossible without Europe`s participation
`Nothing personal between me and Trump`- Zelensky comments on tensions with U.S.

რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა არათუ გაზრდილია, არამედ განახევრებულია-ლაშა ხუციშვილი

ნახვები: 468 რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა არათუ გაზრდილია, არამედ განახევრებულია-ლაშა ხუციშვილი

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ ​პანდემიამდე საქართველოში რუსეთის უფრო მეტი მოქალაქე შემოდიოდა, ვიდრე ახლა. ამის შესახებ ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, აბსოლუტურად გაუგებარია ის შიშები, რომელიც ამ მიმართულებით გამოითქვა.

„პირველ რიგში, როდესაც ვსაუბრობთ რაღაც უპრეცედენტო ზრდაზე, უნდა შევხედოთ რიცხვებს და რაოდენობას. რიცხვებს თუ შევხედავთ, ეს უნდა შევადაროთ იმ პერიოდს, რომელი პერიოდიც ბუნებრივია, შესადარისია. ვერ შევადარებთ პანდემიის პერიოდს, როდესაც საზღვრები ჩაკეტილი იყო და სასაზღვრო გამშვები პუნქტები, ფაქტობრივად, არ ფუნქციონირებდნენ. ვერ შევადარებთ ისეთ პერიოდს, როდესაც გარკვეული შეფერხებები არსებობდა მიმოსვლასთან დაკავშირებით. უნდა შევადაროთ პანდემიამდე პერიოდს და თუ შევადარებთ რაოდენობას, რიცხვებს, ეს არათუ გაზრდილია, არამედ განახევრებულია რაოდენობაში. შესაბამისად, აბსოლუტურად გაუგებარია შიშები, რომელიც ამ მიმართულებით გამოითქვა. ეს ინფორმაცია არის საჯარო, ხელმისაწვდომი და შესაბამისად, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ინფორმაციაზე წვდომა ჰქონდეს, ანალიზი გააკეთოს. ვერანაირ რისკებს ამ მიმართულებით ვერ ვხედავთ, რომ რაიმე ტიპის პრობლემა არსებობდეს ქვეყანაში“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა