მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

ევროკომისია მყარად უჭერს მხარს საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის გზას-ირაკლი ქადაგიშვილი

ნახვები: 556 ევროკომისია მყარად უჭერს მხარს საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის გზას-ირაკლი ქადაგიშვილი

ევროკომისია ძალიან მყარად უჭერს მხარს საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის გზას, გვაქვს მიზანი, წლის ბოლოსთვის შესრულდეს მთელი რიგი მიმართულებები, რაც 12 რეკომენდაციასა და კომისიის დასკვნაშია მოცემული, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადგიშვილის თქმით, ამ მიმართულებით მუდმივი მუშაობა მიმდინარეობს.

„ევროკომისია კიდევ ერთხელ ძალიან მყარად უჭერს მხარს საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის გზას. აღნიშნულია მთელი რიგი მიღწევები, რაც საქართველომ ამ გზაზე განვლო, შეასრულა და ჩვენი კანონმდებლობის თავსებადობა, განსაკუთრებით სოციალურ-ეკონომიკური მიმართულებით გატარებული პოლიტიკა რამდენად მაღალ დონეზეა შეფასებული იმ გამოწვევების ფონზე, რა გამოწვევებიც პანდემიამ და შემდგომში უკვე ომმა შეუქმნა, მათ შორის ევროპას. ამ პირობებში საქართველო ძალიან მაღალი ტემპის შენარჩუნებას შენარჩუნებას.

ტრადიციულად, იქ არის იმ მიმართულებებზე საუბარი, რაც ჩვენ სხვადასხვა დროს გვინახავს. ეს ეხება მათ შორის სასამართლო რეფორმის შემდგომ გაგრძელებას, მედიასთან დაკავშირებულ საკითხებს და ასე შემდეგ. ყოველთვის არის ხოლმე სასამართლოსთან, ან კონკრეტულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ამ კუთხით ჩვენ ვითხოვთ, რომ პარტნიორების მხრიდან, კრიტიკასთან ერთად, იყოს მათ შორის პროფესიული, დასაბუთებული ახსნა, თუ რომელიმე სასამართლო გადაწყვეტილება რატომ იყო გაუმჭვირვალე, არასამართლიანი და ასე შემდეგ.

ამავდროულად, ჩვენ ამ 12-პუნქტიანი რეკომენდაციის პროცესში ვითვალისწინებთ იმ საკითხებს, რაც ამ რეკომენდაციებშია მოცემული და ასევე რაც ასახულია ამ კომისიის დასკვნაში. ამ მიმართულებით მუდმივი მუშაობა მიმდინარეობს. ჩვენ გვაქვს მიზანი, წლის ბოლოსთვის შესრულდეს მთელი რიგი მიმართულებები, რაც არის 12 რეკომენდაციაში და კომისიის დასკვნაშია“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა