მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

დავით ზალკალიანი - საქართველოს პრემიერი მიწვეულია ბრიუსელის ფორუმის ფორმატში ისეთი მაღალი დონის სტუმრებთან ერთად, როგორიცაა გერმანის კანცლერი, ნატო-ს გენერალური მდივანი, კანადის პრემიერი

ნახვები: 354 დავით ზალკალიანი - საქართველოს პრემიერი მიწვეულია ბრიუსელის ფორუმის ფორმატში ისეთი მაღალი დონის სტუმრებთან ერთად, როგორიცაა გერმანის კანცლერი, ნატო-ს გენერალური მდივანი, კანადის პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიწვეულია ბრიუსელის ფორუმის ფორმატში, ღონისძიებაზე ისეთი მაღალი დონის სტუმრებთან ერთად, როგორიც გახლავთ გერმანის კანცლერი, ნატო-ს გენერალური მდივანი, კანადის პრემიერი, - ამის შესახებ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა დავით ზალკალიანმა, მთავრობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განახადა.

როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ფორუმზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი არის მიპატიჟებული და მას ექნება მიმართვა ბრიუსელის ფორუმის მიმართ, სადაც ის ისაუბრებს იმ პრიორიტეტებზე, რომელიც საქართველოს აქვს ნატო-სთან ინტეგრაციის კუთხით.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიწვეულია ბრიუსელის ფორუმის ფორმატში, ღონისძიებაზე ისეთი მაღალი დონის სტუმრებთან ერთად, როგორიც გახლავთ გერმანის კანცლერი, ნატო-ს გენერალური მდივანი, კანადის პრემიერი. მაღალი დონის წარმომადგენლობა იქნება - სახელმწიფოს მეთაურები, პრემიერ-მინისტრები და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი არის მიპატიჟებული. მას ექნება მიმართვა ბრიუსელის ფორუმის მიმართ, სადაც ის ისაუბრებს იმ პრიორიტეტებზე, რომელიც ჩვენ გვაქვს ნატო-სთან ინტეგრაციის კუთხით, ქვეყნის მდგრადობაზე იმ გამოწვევებთან მიმართებაში, რაც არის აქტუალური და რა თქმა უნდა, ხაზს გაუსვამს იმას, რომ ჩვენი საბოლოო მიზანი არის ნატო-ში სრულფასოვანი ინტეგრაცია.

ვფიქრობ, რომ მიუხედავად ამ ფორმატისა, საქართველომ მაქსიმუმი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ყოფილიყო შესაბამისად წარმოდგენილი ბრიუსელის ამ სამიტზე და ჩვენთვის მნიშვნელოვანი დებულებები ყოფილიყო ასახული საბოლოო დოკუმენტებში", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა