დონალდ ტრამპი: რუსეთ-უკრაინისა და ირანთან ომების დასრულებასთან ახლოს ვართ – ორივე ომი ასე თუ ისე დასრულდება
პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia

საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს დირექტორი აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში ზაპოროჟიეში ჩავა

ნახვები: 466 საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს დირექტორი აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში ზაპოროჟიეში ჩავა

საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს დირექტორი აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში ზაპოროჟიეში ჩავა. „ბიბისის“ ცნობით, აღნიშნულის შესახებ რაფაელ გროსიმ მათთან ინტერვიუში განაცხადა.

გროსის თქმით, ის პირადად უხელმძღვანელებს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ინსპექტორთა მისიას, რომელიც უკრაინაში უახლოეს დღეებში ჩავა.

სააგენტოს დირექტორს არ დაუკონკრეტებია, რომელი გზით ჩავა ზაპოროჟიეში, უკრაინისა თუ რუსეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებით, თუმცა აღნიშნა, რომ შექმნილი გადაუდებელი ვითარების გამო, ტერიტორიული ასპექტები გვერდზე უნდა გადაიდოს.

გროსიმ განაცხადა, რომ მის გუნდს სურს, გამოიკვლიოს, დაირღვა თუ არა სადგურის მთლიანობა, მუშაობს თუ არა უსაფრთხოების სისტემა და სადგურის ელექტრომომარაგება. მისივე თქმით, ინსპექტორებს სურთ, გაესაუბრონ სადგურზე მყოფ როგორც უკრაინელ, ისე რუს პერსონალს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა