დონალდ ტრამპი: რუსეთ-უკრაინისა და ირანთან ომების დასრულებასთან ახლოს ვართ – ორივე ომი ასე თუ ისე დასრულდება
პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia

„ბიბისი“ - სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ რუსეთი განზრახ ანელებს შეტევის ტემპს, რადგან ცდილობს, თავიდან აიცილოს მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში

ნახვები: 499 „ბიბისი“ - სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ რუსეთი განზრახ ანელებს შეტევის ტემპს, რადგან ცდილობს, თავიდან აიცილოს მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში

„ბიბისის“ ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ რუსეთი განზრახ ანელებს შეტევის ტემპს, რადგან ცდილობს, თავიდან აიცილოს მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ტაშკენტში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა.

„სპეციალური ოპერაციის დროს ჩვენ მკაცრად ვიცავთ ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს. დარტყმები უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ინფრასტრუქტურაზე – სამეთაურო პუნქტებზე, აეროდრომებზე, საწყობებზე, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტებზე ხორციელდება მაღალი სიზუსტის იარაღით. ამავდროულად, ყველაფერი კეთდება, რათა თავიდან იქნას არიდებული მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. რა თქმა უნდა, ეს ანელებს შეტევის ტემპს, მაგრამ ჩვენ ამას შეგნებულად ვაკეთებთ“, – განაცხადა შოიგუმ.

უკრაინის ხელისუფლების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ რუსი სამხედროების მოქმედებების შედეგად, ძირითადად მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპება, რადგან დარტყმების უმეტესობა ქალაქების სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მოდის.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა