პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

ბორის ჯონსონი კიევში ჩავიდა

ნახვები: 552 ბორის ჯონსონი კიევში ჩავიდა

დიდი ბრიტანეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი კიევში ჩავიდა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის ოფისი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„პრემიერ-მინისტრი უკრაინის დამოუკიდებლობის 31-ე წლისთავზე კიევში ჩავიდა. მისი გზავნილია: უკრაინას შეუძლია და მოიგებს ამ ომს“, – აღნიშულია დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის გვერდზე.

ბორის ჯონსონის ჩასვლის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტმაც გამოაქვეყნა.
 
„მოხარული ვარ, რომ დამოუკიდებლობის დღეს ვხვდები ბორის ჯონსონს, უკრაინის დიდ მეგობარს. ბორის, გმადლობთ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის პირველივე დღეებიდან ჩვენი ქვეყნისადმი უკომპრომისო მხარდაჭერისთვის, საერთაშორისო ასპარეზზე უკრაინის ინტერესების მტკიცედ დაცვისთვის! უკრაინას გაუმართლა ასეთი მეგობარი რომ ჰყავს!“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.
 
ამასთან როგორც უკრაინული მედია წერს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბორის ჯონსონს თავისუფლების ორდენი გადასცა.
 
„დღეს, ჩვენი დამოუკიდებლობის დღეს, რომელსაც ჩვენ აღვნიშნავთ მიუხედავად ყველაფრისა, მაქვს პატივი, ბორისს ყველა უკრაინელის სახელით გადავცე თავისუფლების ორდენი. ეს ჯილდო სრულად ასახავს ყველაფერს, რაც ბორისმა გააკეთა, აკეთებს ჩვენი ქვეყნისთვის და მთელი ევროპისთვის“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ბორის ჯონსონისთვის ორდენის გადაცემისას.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა