სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military
EU strategy to end war based on ‘peace through strength’ formula – Kubilius
Russian ballistic attack leaves one dead, 22 injured, causes damage in six Kyiv districts

მიხეილ სარჯველაძე - ვენეციის კომისიის მხრიდან მივიღეთ დასკვნა, სადაც სამართლებრივი არგუმენტები მითითებული არ არის, ასეთი არგუმენტი ვიდრე არ იქნება წარმოდგენილი, კრიტიკა მიუღებელია

ნახვები: 674 მიხეილ სარჯველაძე - ვენეციის კომისიის მხრიდან მივიღეთ დასკვნა, სადაც სამართლებრივი არგუმენტები მითითებული არ არის, ასეთი არგუმენტი ვიდრე არ იქნება წარმოდგენილი, კრიტიკა მიუღებელია

ჩვენთვის მთავარია, რომ დაჩქარებით თუ დაუჩქარებლად, რა არის არგუმენტი ამ შემთხვევაში, რის გამოც შეიძლება, ვიმსჯელოთ იმასთან დაკავშირებით, რომ არ უნდა იქნას მიღებული ეს კანონი, ასეთი არგუმენტი ვიდრე არ იქნება წარმოდგენილი, ყველაფერი მეორეხარისხოვანია და კრიტიკა მიუღებელია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ მოსმენების შესახებ კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მოსაზრებაზე კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, სამართლებრივი, წონადი არგუმენტაცია კანონპროექტის განხილვის პროცესში არც ოპონენტების და არც პრეზიდენტის მხრიდან, რომელმაც კანონპროექტს ვეტო დაადო, არ ყოფილა.

„ოპონენტები ხშირ შემთხვევაში პოპულისტური განცხადებებით გამოირჩეოდნენ. ცდილობდნენ, რომ პიარული ხერხებით შეელანძღათ ის იდეა, რომელიც იყო წარმოდგენილი ამ კანონპროექტით, თუმცა სამართლებრივად ვარგისი და წონადი არგუმენტაცია განხილვების პროცესში წარმოდგენილი არ ყოფილა. ხდებოდა აპელირება ისეთ თემებზე, რომელსაც სამართალთან, პროცედურებთან და ამ აკადემიურ ანალიზთან საერთო არაფერი ჰქონდა. მოგვიანებითაც, როდესაც პრეზიდენტმა გამოიყენა საკუთარი უფლებამოსილება და ვეტო დაადო ამ კანონპროექტს, იქაც განმარტა, რომ ამ შემთხვევაში მას არ აქვს პრეტენზიები სამართლებრივი ხასიათის. ჩემთვის არ არის კარგად გასაგები, მაგრამ თავად პრეზიდენტმა ამას უწოდა კანონპროექტის პოლიტიკური მოტივებით შეჩერება და დაუბრუნა პარლამენტს. თუმცა მოტივირებული შენიშვნა იქ გათვალისწინებული არ არის, ამიტომ ეს გაურთულებს პარლამენტს გააანალიზოს, რაში გამოიხატება შენიშვნა. ახლაც, როდესაც ვენეციის კომისიის მხრიდან მივიღეთ ეს დასკვნა და შეფასება, იქაც სხვათა შორის ღიად ნათქვამია, რომ სამართლებრივი არგუმენტი ან მაგალითად, რომ არსებობდეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელსაც შეიძლება, ეწინააღმდეგებოდეს, რომლის სტანდარტს შეიძლება არღვევდეს ამ შემთხვევაში ეს საკანონმდებლო ინიციატივა, მაშინ გვექნებოდა შესაძლებლობა, ამ რაკურსით შეგვეხედა საკითხისთვის, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში ასეთ არაფერია მითითებული და საუბარია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვაზე. ამ კრიტიკასაც ვერ დავეთანხმები იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ თუკი ვნახავთ კანონპროექტის განხილვის ვადებს, მე მგონია, არც თუ ისე ხანმოკლე პერიოდი დაუთმო პარლამენტმა. მათ შორის, ერთ-ერთი მოსმენის დროს, შეჩერდა კანონპროექტის განხილვა ორი კვირის ვადით, რადგან ყველას მისცემოდა შესაძლებლობა, რომ წარმოედგინა საკუთარი არგუმენტაცია.

განსხვავებით ჩვენი პოზიციის დასაბუთების სტანდარტისა, როცა ჩვენ კონკრეტულად ვუთითებდით მაგალითად სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრულ სტანდარტებზე, რომელსაც არ არღვევს ეს საკანონმდებლო ინიციატივა, ოპონენტებისგან ასეთ დასაბუთებას ვერ ვღებულობდით და უფრო მეტად პოპულისტურ და ზოგადი ხასიათის შეფასებებს ვისმენდით. კიდევ ყურადღებით ვნახავთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, მოსაზრებებს ამ საკითხების ირგვლივ, მაგრამ ჩვენთვის მთავარია, რომ დაჩქარებით თუ დაუჩქარებლად, რა არის არგუმენტი ამ შემთხვევაში, რის გამოც შეიძლება ვიმსჯელოთ იმასთან დაკავშირებით, რომ არ უნდა იქნას მიღებული ეს კანონი. ასეთი არგუმენტი ვიდრე არ იქნება წარმოდგენილი, ყველაფერი მეორეხარისხოვანია და კრიტიკა მიუღებელია“, – განახცადა სარჯველაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა