საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩვენ ახლა გვაქვს სიტუაცია, როდესაც მდიდარი რუსები ევროპაში ჩამოდიან საშოპინგოდ, ვფიქრობ, ეს არ არის კარგი იდეა

ნახვები: 510 ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩვენ ახლა გვაქვს სიტუაცია, როდესაც მდიდარი რუსები ევროპაში ჩამოდიან საშოპინგოდ, ვფიქრობ, ეს არ არის კარგი იდეა

ახლა ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც მდიდარი რუსები ევროპაში ჩამოდიან საშოპინგოდ და ვფიქრობ, ეს არ არის კარგი იდეა, – ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა ვოპკე ჰუკსტრასმა პრაღაში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც მიისტრი აცხადებს, ამ საკითხზე ერთობა ძალიან მნიშვნელოვანია.

„მაგიდაზე განსახილველად დევს ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, როგორ შეგვიძლია უფრო მეტი იარაღის მიწოდება, სანქციები. რასაკვირველია, ვიმსჯელებთ, როგორ შევამციროთ რუსი ტურისტების რაოდენობა ევროპაში. ადრე არაერთხელ გვითქვამს, რომ ხალხთაშორისი კონტაქტები მნიშვნელოვანია. ახლა ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც მდიდარი რუსები ევროპაში ჩამოდიან საშოპინგოდ და ვფიქრობ, ეს არ არის კარგი იდეა. ეს არ არის ხალხთაშორისი კონფლიქტის კატეგორია და ასეთი ტიპის ვიზების შემცირებას ჩვენთვის აქვს აზრი. ამ საკითხზე ერთობა ძალიან მნიშვნელოვანია და მსჯელობის შემდეგ ეს ერთად უნდა გავაკეთოთ როგორც ევროკავშირმა“, – განაცხადა მინისტრმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა