Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

პარლამენტში ნინო ლომჯარიას მოუსმენენ

ნახვები: 316 პარლამენტში ნინო ლომჯარიას მოუსმენენ

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას მოუსმენენ, რომელიც დეპუტატებს 2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიშს გააცნობს.

486-გვერდიან ანგარიშში მიმოხილულია 2020 წელს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული გამოწვევები და პროგრესი, ასევე, სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და წინადადებების შესრულების მდგომარეობა.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, განხილვა სახალხო დამცველის მიერ გაცემულ ყველა რეკომენდაციაზე წარიმართება.

„საკითხების დიდი მრავალფეროვნებაა, რასაც მოიცავს სახალხო დამცველის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში. ტრადიციულად, ის სფეროები იქნება დომინანტური, რომლებიც ამ დრომდეც ყოველთვის გამოირჩეოდა ამ მიმართულებით მეტ-ნაკლები სენსიტიურობით და მეტი ინტერესით. ყველა ამ საკითხზე წარიმართება განხილვა იმ რეკომენდაციების ირგვლივ, რომლებიც ამ შემთხვევაში გაიცემა სახალხო დამცველის მხრიდან, რომლის შემდგომ, განხილვის შედეგად, გაზიარება მოხდება პარლამენტის მხრიდან", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მათთვის ნინო ლომჯარიას ანგარიშში ხელისუფლებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების საკითხი და ადამიანის უფლებათა მიმართულებით კანონში განსახორციელებელი ცვლილებები იქნება საინტერესო.

„მნიშვნელოვანია სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენა ადამიანის უფლებათა კომიტეტში. ჩემთვის საინტერესო იქნება ორი მიმართულება. ერთი ეს არის, როგორ ასრულებენ აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა ინსტიტუციები და წარმომადგენლები სახალხო დამცველის რეკომენდაციებს კონკრეტული ცვლილებების გატარებასთან დაკავშირებით. მეორე, ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება მისი ხედვები კანონში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით, ვინაიდან ეს არის პირდაპირ პარლამენტისთვის მნიშვნელოვანი გზამკვლევი. ერთი მხრივ, საკანონმდებლო რეკომენდაციები იქნება ჩემთვის განსაკუთრებით საყურადღებო და მეორე ის არა ცალკეული, არამედ სისტემური ხარვეზები, რომლებიც, სამწუხაროდ, საქართველოში ახასიათებს არაერთ ინსტიტუციას და პრაქტიკაში ადამიანის უფლებები ძალიან დაბალი სტანდარტით არის დაცული მთელი რიგი მიმართულებებით. ამიტომ მნიშვნელოვანი დღეა, სახალხო დამცველის ანგარიში არის კარგი სარკე, რათა სახელმწიფო ინსტიტუციებმა ჩაიხედონ და დაინახონ, სად არის კონკრეტული პრობლემა", - განაცხადა ფრაქციის „ლელო" - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრმა ანა ნაცვლიშვილმა.

სახალხო დამცველი პლენარულ სხდომაზე ანგარიშით მომავალ კვირაში წარდგება.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა