თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

დავით უსუფაშვილი - პროკურორის არჩევის შესახებ ინიციატივას მხარს ვუჭერთ, მაგრამ არა პირველი მოსმენით მიღებული კანონის სანაცვლოდ

ნახვები: 598 დავით უსუფაშვილი - პროკურორის არჩევის შესახებ ინიციატივას მხარს ვუჭერთ, მაგრამ არა პირველი მოსმენით მიღებული კანონის სანაცვლოდ

დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ პროკურორის არჩევის ის წესი, რომელიც ახლა „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა, ჯერ კიდევ შარშან იყო ინიცირებული, თუმცა მაშინ მმართველმა გუნდმა ამ ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა.

როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, ვინაიდან ოპოზიცია დაინტერესებული იყო ამ საკითხის გატანით, მაშინ მოხდა დათანხმება და ეს პროექტი შარშან შემოდგომაზე პირველი მოსმენით იქნა მიღებული პროკურორთან დაკავშირებული აბზაცის გარეშე.

„მას შემდეგ, ჩვენი არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ამ დარჩენილ ტექსტს კენჭი აღარ ეყარა მეორე მოსმენით. ეს საკითხი შარლ მიშელის შეთანხმების დროსაც დავსვით, შემდგომაც მუდმივად ვიმეორებდით. ზაფხულში გვქონდა მცდელობა რიგგარეშე სხდომის მოწვევის, სწორედ ამ პროექტის ბოლომდე მისაყვანად, მეორე-მესამე მოსმენით მისაღებად. პროექტის ბოლომდე მიყვანის ნაცვლად, ხელისუფლება ახლა გვთავაზობს ახალ საკონსტიტუციო ინიციატივას, რომელშიც სიტყვა სიტყვით, წერტილ-მძიმით, მათ შორის ერთი ზედმეტი წერტილითაც კი, ტექნიკური შეცდომით, გადმოტანილია ეს პუნქტი, რომელიც შარშან ამ დროს, საჯარო განხილვების დროს და მერე პარლამენტშიც მათი დაჟინებული მოთხოვნით იქნა უარყოფილი. ამბობდნენ, რომ ეს დააქცევს ქვეყანას.

ეს ტექსტი არის ის აბზაცი, რომელიც ჩვენ მიერაც იყო ინიცირებული და მზად ვიყავით, მეორე მოსმენით მხარი დაგვეჭირა. ცხადია, დღესაც მზად ვიქნებით, მხარი დავუჭიროთ ამ ტექსტს, მაგრამ თუ „ოცნება“ ცდილობს, პირველი მოსმენით მიღებული ტექსტი, რომელშიც არჩევნების შესახებაც წერია, გადააგდოს და ამის ნაცვლად თქვას, რომ ამასაც ხომ მხარს უჭერდით და მოდი, ჯერ ეს მივიღოთ და მერე ვნახოთ, რა იქნებაო, ცხადია, ამაში ჩვენ ვერ გავყვებით. მარტივი რამით დგინდება – პუნქტს, სადაც შედის ცვლილება, ახლა ჰქვია მე-11 პუნქტი და მე-11 პუნქტად კონსტიტუციაში პირველი პროექტით გათვალისწინებულია სწორედ პროპორციული არჩევნების საკითხები. ახლა ამბობენ, ეს წავშალოთ და ის ტექსტი ჩავწეროთო, რისი ისტორიაც მოგიყევით.

რა ჰქვია ამას? როგორ შეიძლება კონსტიტუციისადმი, პოლიტიკური პროცესებისადმი ასეთი დამოკიდებულება. დოკუმენტი, ერთად ინიცირებული და კენჭნაყარი, არის პოლარიზაციის შემცირების საშუალება, ამაზე ცოცხალი თავით მეორედ კენჭისყრას არ აპირებენ და შემოაქვთ ეს დოკუმენტი, რადგან 12 პუნქტშიც ჩაწერა ევროპამ. მანამდე შარლ მიშელის დოკუმენტში ეწერა, რომ ეს ცვლილება გასაკეთებელია.

სინამდვილეში ჩვენ ამას შარშანაც მხარს ვუჭერდით, კენჭისყრის დროსაც და „ოცნებამ“ თქვა უარი. ახლაც მხარს ვუჭერთ, მაგრამ ერთიანობაში, ერთად, რადგან ეს ცვლილებები ინიცირებული იყო გარკვეული ლოგიკით და თანმიმდევრობით. მხარს ვუჭერთ ამ ჩანაწერს, მაგრამ არა პირველი მოსმენით მიღებული კანონის სანაცვლოდ“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა