მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

მედიის ცნობით, დნეპროპეტროვსკში რუსი სამხედროების გახსნილ ცეცხლს ცხრა წლის ბავშვი ემსხვერპლა, დაშავდა ათი ადამიანი

ნახვები: 581 მედიის ცნობით, დნეპროპეტროვსკში რუსი სამხედროების გახსნილ ცეცხლს ცხრა წლის ბავშვი ემსხვერპლა, დაშავდა ათი ადამიანი

დნეპროპეტროვსკის ოლქში, დასახლება ზელენოდოლსკში რუსი სამხედროების მიერ გახსნილ ცეცხლს ცხრა წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია ათი ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვალენტინ რეზნიჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ზელენოდოლსკში რუსებმა ცხრა წლის ბიჭი მოკლეს. სადილის შემდეგ, მათ ორჯერ გაუხსნეს ცეცხლი „ურაგანებიდან“ ზელენოდოლსკის დასახლებას. წინასწარი მონაცემებით, 10 ადამიანი დაშავდა. ყველა საავადმყოფოშია. უმრავლესობა მძიმედ“, – აღნიშნავს რეზნიჩენკო.

რეზნიჩენკოს ცნობით, იერიშის შედეგად დასახლებაში დაზიანებულია რვა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი, მაღაზიები, საბავშვო ბაღი, სასწავლო კოლეჯი, ასევე ადმინისტრაციული მომსახურების ცენტრის შენობა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა