პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

არჩილ თალაკვაძე - ხატია დეკანოიძის განცხადება მოკლებულია ლოგიკას და „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგის ნაწილს წარმოადგენს, მჯერა, საზოგადოება სათანადოდ აფასებს მათ განცხადებებსაც და საქმიანობასაც

ნახვები: 451 არჩილ თალაკვაძე - ხატია დეკანოიძის განცხადება მოკლებულია ლოგიკას და „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგის ნაწილს წარმოადგენს, მჯერა, საზოგადოება სათანადოდ აფასებს მათ განცხადებებსაც და საქმიანობასაც

ხატია დეკანოიძის განცხადება მოკლებულია ყოველგვარ ლოგიკას და წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობის“ შიდაპოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით თალაკვაძემ შეაფასა ხატია დეკანოიძის მიერ თბილისში მიმდინარე კონფერენციის მონაწილეებისადმი მიმართვა, რა დროსაც დეკანოიძემ განაცხადა: „თქვენ ძალიან მკაცრი უნდა იყოთ მათ მიმართ, ვინც აქ უკრაინის გამარჯვებას ეწინააღმდეგება. „ქართულ ოცნებას“ არ სურს უკრაინის გამარჯვება“.

როგორც არჩილ თალაკვაძე ამბობს, მსგავსი განცხადებები საქართველოსთვის დამაზიანებელია.

„მოვისმინე მისი განცხადება, რომელიც ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია და „ნაციონალური მოძრაობის“ შიდაპოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილს წარმოადგენს. მათი მხრიდან არაერთხელ მოგვისმენია ასეთი განცხადებები. ეს გახლავთ დამაზიანებელი საქართველოსთვის, თუმცა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ სულერთია, საქართველოსთვის სასარგებლო იქნება, თუ საზიანო. მათ აინტერესებთ მხოლოდ და მხოლოდ თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი. მჯერა, საზოგადოება სათანადოდ აფასებს მათ განცხადებებსაც და საქმიანობასაც“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, თალაკვაძის თქმით, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ არ ერთვება ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საქმის განხილვაში, რომელიც ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციების შესრულებას უკავშირდება, ამით ყველაფერია ნათქვამი.

„როდესაც ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, რომელსაც ყველაზე მეტი მანდატი აქვს, არ ერთვება პარლამენტში ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საქმის განხილვაში – ეს გახლავთ საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც რეკომენდაციებს უკავშირდება, ამით ყველაფერია ნათქვამი. „ნაციონალური მოძრაობა“ არის პოლიტიკურ „აბსაიტში“ და ცდილობენ, შექმნან და შესთავაზონ თავის ამომრჩეველს გარკვეული დღის წესრიგი, რომელიც სინამდვილეში, არ არსებობს განწირულია კრახისთვის“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა