პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

გერმანული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა ენერგომატარებლების გაყიდვიდან მეტი თანხა მიიღო, ვიდრე ომზე დახარჯა

ნახვები: 589 გერმანული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა ენერგომატარებლების გაყიდვიდან მეტი თანხა მიიღო, ვიდრე ომზე დახარჯა

გერმანული გამოცემა „შპიგელის“ ცნობით, რუსეთმა ენერგომატარებლების გაყიდვიდან მეტი მიიღო, ვიდრე ომზე დახარჯა. ამის შესახებ გერმანული მედიასაშუალება ენერგეტიკისა და სუფთა ჰაერის კვლევის ფინური ცენტრის ანგარიშზე დაყრდნობით იუწყება.

კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან ექვსი თვის განმავლობაში, რუსეთის მიერ წიაღისეული ენერგიის გაყიდვიდან მიღებული მოგება 158 მილიარდ ევროს შეადგენდა. თავის მხრივ, ომის ხარჯები 100 მილიარდ ევროდ არის შეფასებული.

ანალიზში შეფასებულია 24 თებერვლიდან 24 აგვისტომდე პერიოდში ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის ექსპორტის მაჩვენებლები, რომელთა მიხედვითაც, რუსეთისგან ენერგორესურსები ყველაზე მსხვილი მყიდველი ევროკავშირი იყო, რომელმაც მოსკოვს 85 მილიარდი ევრო გადაუხადა. მეორე ადგილზეა ჩინეთი, 35 მილიარდი ევროთი.

ევროკავშირის ქვეყნებს შორის რუსული ენერგორესურსების მყიდველებს შორის ყველაზე მსხვილი გერმანიაა, რომელმაც 19 მილიარდი ევრო გადაუხადა რუსეთს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა