მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ტურისტული ვიზების გაცემა სავარაუდოდ შემდეგი კვირიდან გამკაცრდება

ნახვები: 493 რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ტურისტული ვიზების გაცემა სავარაუდოდ შემდეგი კვირიდან გამკაცრდება

რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ტურისტული ვიზების გაცემა სავარაუდოდ შემდეგი კვირიდან გამკაცრდება. ინფორმაციას „ევროაქტივი“ ავრცელებს.

როგორც ევროკომისიაში აცხადებენ, ისინი ელოდებიან, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები სწრაფად დაუჭერენ მხარს ინიციატივას, რომელიც გასულ კვირას, პრაღაში საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ სხდომაზე წარადგინეს.

„რუსეთის მოქალაქეებს ევროკავშირში იოლად შესვლა არ უნდა შეეძლოთ“, – განაცხადა საშინაო საქმეთა საკითხებში ევროკომისარმა, ივა იოჰანსონმა.

ევროკომისიის მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებული გეგმის მიხედვით, რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმება შეჩერდება. შესაბამისად, რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო განაცხადის შევსებისას მოსაკრებელი 35-ის ნაცვლად 80 ევრო იქნება. ვიზების გაცემის სტანდარტული ვადა 10-დან 15 დღემდე გახანგრძლივდება, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში 45 დღესაც კი შეადგენს. ასევე, შეიზღუდება მრავალჯერადი ვიზების გაცემა. რუსეთის მოქალაქეებს ვიზების მისაღებად გაცილებით მეტი დოკუმენტაციის წარდგენა მოუხდებათ. ამასთან, გამონაკლისით ისარგებლებენ რუსეთის ის მოქალაქეები, რომელთაც ევროკავშირის ქვეყნის მოქალაქეობის მქონე ნათესავები ჰყავთ. ასევე ჟურნალისტები, დისიდენტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. ევროკომისია ასევე გამოვიდა ინიციატივით, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა არ აღიარონ რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში გაცემული პასპორტები.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა